როგორ მივიზიდოთ ადამიანი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ეს თითქმის ყოველთვის ამართლებს.

როგორ მივიზიდოთ ადამიანი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ეს თითქმის ყოველთვის ამართლებს.
როდესაც ვინმე მოგვწონს, ყველა ძალებით ვცდილობთ, მისი ყურადღება მივიქციოთ. მაგრამ ყოველი ადამიანი სხვაში რაღაც თავისას ეძებს. როგორ გავიგოთ, რა მოეწონება მას? ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ შეუძლიათ ამ საქმეში დახმარება. მაშ ასე, Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: რას აქცევს ყურადღებას ყოველი ზოდიაქოს ნიშანი?

ვერძი
ვერძი ვნებიანი და ოპტიმისტურია. მოსწონს ისეთი ადამიანი, რომელსაც მისი გაცინება შეუძლია. ასე რომ მოიმარაგეთ კარგი იუმორის გრძნობა.



კურო
კურო სტაბილური და ერთგულია. მისი თავბრუსდახვევის საუკეთესო საშუალება - ქალაქიდან გაქცევა ან მოგზაურობაა. ან მოაწყვეთ რომანტიკული გასეირნება პარკში მცირე წახემსებით.



ტყუპები
ტყუპებს უყვარს უჩვეულო კითხვებზე პასუხი, ამგვარად გამოხატავს თავის არაორდინალურობას. ასე რომ მასთან შეხვედრამდე მოამზადეთ რამდენიმე კითხვა. როდესაც მიხვდება, რომ გაინტერესებთ, უკვე არსადაც არ წავა თქვენგან.




კირჩხიბი
კირჩხიბი მონუსხვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დაანახებთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება. ასე რომ ეცადეთ დადებითად განაწყოთ თქვენდამი და თავი კომფორტულად აგრძნობინოთ ურწმუნო კირჩხიბს.




ლომი
უთხარით ლომს, თუ როგორ აფასებთ და აღფრთოვანებულიხ ართ მისი მიღწევებით. ის ბევრს მუშაობს და უყვარს საკუთარი პერსონისადმი მაღალი ინტერესი. შეაქეთ ლომი და ის სამუდამოდ თქვენი გახდება.




ქალწული
ქალწულის ყურადღების მისაქცევად მაქსიმალურად თავაზიანი და გულწრფელი უნდა იყოთ. მას კეთილ ადამიანებთან უყვარს ურთიერთობა, ამიტომ გააკონტროლეთ სიბრაზე. ქალწული ვერ იტანს სიუხეშეს.



სასწორი
სასწორს ფრიკები უყვარს, დიდი პოპუკარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ნუ შეგეშინდებათ მის გვერდით იყოთ ისეთი, როგორიც ხართ, თუნდაც რაიმე არ მოგწონდეთ საკუთარ თავში.



მორიელი
მორიელი მუდამ ორიგინალურებს და უჩვეულოებს ირჩევს. მას არ ეშინია ემოციების გამოხატვის და სიახლეების ძიების. მუდამ უნდა გააოცოთ მორიელი და შეიცვალოთ. მას რომანტიკას სიხისტე ურჩევნია.




მშვილდოსანი
იმპულსური და საინტერესო ადამიანები უყვარს. მადლიერი დარჩება, თუ გულს გადაუშლით. აფასებს განათლებულ ადამიანებს, ამიტომ მისი ყურადღების მისაქცევად, ერუდიცია უნდა მოიმარაგოთ.




თხის რქა
თხის რქის მოსანუსხად, უბრალოდ წამოიწყეთ საუბარი და აქტიურად მხარი აუბით დიალოგს. მას ხანგრძლივი საუბრები უყვარს. ჰკითხეთ რჩევა - ამით გააბედნიერებთ და მისთვის საყვარელი ადამიანი გახდებით.



მერწყული
მერწყული მარტოხელაა. ამიტომ დიდი დრო დაგჭირდებათ, მასთან ყოფნის შესაძლებლობა რომ მოგეცეთ. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ სიმარტოვე - ნორმალურია, მარტოობის გრძნობა კი ცუდი. მასთან მთავარია ემოციები შეიკავოთ, მოთმინება მოიკრიბოთ და უბრალოდ მის გვერდით იყოთ.



თევზები
თევზების მონუსხვა უბრალო სიკეკლუცით არის შესაძლებელი - ხანგრძლივი მხედველობითი კონტაქტით. მისთვის მზერა ძალიან ინტიმური რამაა. რადგან ამით ხვდება, რომ უსმენენ, ზრუნავენ და უყვართ იგი.