25 სასაცილო და გულწრფელი ილუსტრაცია, რომელიც ახალგაზრდა დედების ცხოვრებას ასახავს
ფრანგი ილუსტრატორის, ნატალი ჯომარის სიტყვებით, პლანეტაზე არ არსებობს ისეთი რთული და დამღლელი პროფესია, როგორიც ბავშვის აღზრდაა. ახალგაზრდა დედები ნამდვილი გმირები არიან. მათ უამრავ მსხვერპლზე და დათმობაზე უწევთ წასვლა საკუთარი პატარების კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო, სახალისო და გულწრფელ ილუსტრაციას, რომელიც თვალნათვლივ გვიჩვენებს, თუ როგორია ნამდვილი გმირების, დედების ყოველდღიური ცხოვრება.