არასდროს გააბრაზოთ ზოდიაქოს ეს ნიშნები. ისინი ბუნებით შურისმაძიებლები არიან

არასდროს გააბრაზოთ ზოდიაქოს ეს ნიშნები. ისინი ბუნებით შურისმაძიებლები არიან
შურისძიება - გახლავთ კერძი, რომელსაც ცივად მიართმევენ. და ეს ფაქტია. რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან გამომგონებლობით შურისძიების დროს? ამის შესახებ fpaparazzi მოგითხრობთ.

1. მორიელი


რა თქმა უნდა, ყველაზე მზაკვარი ნიშანი - მორიელია. და თკი მას გზად გადაეღობეთ, უმჯობესია, სხვა ქალაქში გადახვიდეთ საცხოვრებლად, წაიშალოთ თავი სოციალური ქსელებიდან და დაიქირავოთ პირადი დაცვა. გაბრაზებული მორიელი - ყველაზე საშიში ადამიანია პლანეტაზე. და თუკი ის ნადირობას არ გამოაცხადებს თქვენზე, ფანტაზიებში მაინც ყოველთვის იფიქრებს, რას გიზამდათ ხელში რომ ჩაუვარდეთ.

2. თევზები


წარმოიდგინეთ, ეს ჩუმი და მგრძნობიარე ადამიანები შეიძლება უმანკო არსებებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს მათი საშშროება. მათ მართლაც შეუძლიათ მოთმენა და პატიება, მაგრამ თუ ყველა ზღვარს გადახვედით - განწირული ხართ. ის ჩუმად შეინახავს გულში წყენას და ჩუმად დაგიგებთ მახეებს, რათა ძ₾იერ გატკინოთ. ამიტომ, თუ ერთ დღესაც აღმოაჩინეთ, რომ დაკარგეთ სამსახური, მეგობრები და დარცით უფულოდ - დაფიქრდით, ერთ დროს თევზებს ხომ არ აწყენინეთ?

3. კურო


მორიელის მსგავსად, კუროსაც აქვს ისეთი რეპუტაცია, რომელიც ადამიანებს ანერვიულებს. ვის არ შეაშინებს გამძვინვარებული ხარი, რომელიც შემოტევას ცდილობს? ჰო და,ახლა დაფქრდით, რა შეიძლება მოხდეს, თუ ამ ხარს გააბრაზებთ ისეთ დონეზე, რომ შურისძიება გადაწყვიტოს? ის არ დაიწყებს მორიელივით ქსელის გაბმას, უბრალოდ ჯოჯოხეთად აქცევს თქვენს ცხოვრებას, სანამ პატიებას არ გადაწყვეტს. არადა, ჯიუტ ადამიანებს ძალიან უჭირთ პატიება.


4. ქალწული


ქალწული შესაძლოა ყველაზე ნაკლებად არის შურისმაძიებელი ამ ჩამონათვალში, მაგრამ თავისუფლად აქცევს თქვენს ცხოვრებას კოშმარად, თუმცა თავიდან ვერც კი მიხვდებით, რითი გააბრაზეთ იგი. ქალწულის შურისძიების ფორმა გამოიხატება პასიურ-აგრესიული კომენტარებითა და ქმედებებით. ხანდახან, მასთან ურთიერთობაში იგრძნობთ, თუ როგორ მოდის მისგან ნეგატიური ტალღები. ქალწულის დეტალებისადმი ყურადღების გამახვილება, განსაკუთრებით შურისძიებაში - ეს გახლავთ ნამდვილი ფსიქოლოგიური შემოტევა, რომლის ატანაც შეუძლებელია.