ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშნები
გაიგეთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არ უნდა დაიჭიროთ საქმე!

ვერძი

სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ, მიიყვანოთ ვერძი იქამდე, რომ შურისძიება დაგეგმოს. ის მყისიერად ჩაგილურჯებთ თვალებს. ამ რეაქციის შემდეგ გავა რამდენიმე დღე, ვერძს კი არაფერი ემახსოვრება. აი, თუკი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეწყვეტთ მისი ტყვინის გაბურღვას, თქვენგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება.

კურო
ისევე, როგორც ვერძს, კუროსაც არ ჩვევია შურისძიება, მისი წონასწორობიდან გამოყვანა ძალზედ რთულია. და თუკი კუროს თავში აზრად თქვენი მიტყეპვა ან შურისძიება მოუვიდა - ჩათვალეთ, რომ დაიმსახურეთ. დაკარგავთ ყველაფერს, მათ შორის მეგობრებსა და სამსახურსაც კი.

ტყუპები
აი, ტყუპები კი უმნიშვნელო რამეზეც იძიებენ შურს. ყველა თქვენი საიდუმლო, ნიუანსები, რასაც ასე მალავდით - სააშკარაოზე გამოიფინება ტყუპების წყალობით.

კირჩხიბი
როგორც წესი, ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალოდ ტოვებენ მათ, ვინც აწყენინათ, და ეს საკმაოდ ეფექტურად გამოსდით. უმალვე წყვეტენ ნებისმიერ კავშირს, მაგრამ რაიმე საფრთხე თუ იგრძნეს, გამოიყენებენ ნებისმიერ იარაღს მის გასანადგურებლად.

ლომი
ერთადერთი, რასაც ლომი ვერ პატიობს - არის ტყუილი. ასეთი მუხანათობის შემდეგ თქვენ სახალხოდ გაგანადგურებენ, და არცერთი სულიერი მხარს არ დაგიჭერთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება გიშველოთ, არის საყოველთაო აღიარება და სინანული.

ქალწული
ბუნებით, ქალწული მშვიდობის მოყვარული ნიშანია, მაგრამ არის ხანდახან გადაცდენებიც, რომლებსაც წონასწორობიდან გამოჰყავს ის. თუკი ქალწულის შურისძიების ობიექტი გახდით, მოემზადეთ ყველაზე საშინელი რამისთვის.

სასწორი
კარგად განვითარებული ინტელექტი არ აძლევს საშუალებას სასწორს, დაწვრილმანდეს, მაგრამ თუკი მოახერხეთ და ძლიერ აწყენინეთ , სწორედ ინტელექტის წყალობით მოიფიქრებს ის შურისძიების ყველაზე მტკივნეულ მეთოდს.

მორიელი
მორიელი მხოლოდ დამსახურებულად იძიებს შურს, მაგრამ ეს გახლავთ შესანიშნავი შურისძიება. ვერ მოახერხებთ გაქცევას, დაივიწყეთ ეს სულელური იდეა, მორიელს ყველგან ნაცნობები ჰყავს.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი არასოდეს ივიწყებს წყენას, შურისძიებამ შეიძლება 30 წლის მერე იჩინოს თავი. თუ არ გსურთ, მთელი ცხოვრება შიშში გაატაროთ, არასოდეს უღალატოთ მშვილდოსანს.

თხის რქა
ნუ შეგაშინებთ თხის რქის შურისძიება, გეშინოდეთ საკუთარი სამყაროდან განდევნის. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელს გადაეღობეთ გზაზე, დაივიწყეთ უწინდებურ ცხოვრებაზე. შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის.

მერწყული
ამ ნიშანს არ ახასიათებს არც წყენა და არც შურისძიება. სიბრაზე 2 წუთში გაუვლით. მაგრამ მათ მიმართ აგრესიას თუ გამოიჩენთ, მოემზადოთ, იმისათვის სრულ იდიოტად გამოჩნდეთ. ეს იქნება დამამშვიდებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ზღვარი დაიცვათ.

თევზები
საკმაოდ წყენია ნიშანია, მაგრამ არა შურისმაძიებელი. მაგრამ თუკი შეძელით, და პირდაპირ გულში მოახვედრეთ ლახვარი, შურიძიება ძალიან სპეციფიური იქნება. მთელი სამყარო თქვენში საშინელ არამზადას დაინახავს, რომელმაც გაბედა და ასეთი სუფთა და ფაქიზი არსება გაანაწყენა.