რაც ამ საშუალებას მივაგენი ბრონქულ ასთმას აღარ შევუწუხებივარ
ჭინჭრის სიკეთეზე ბევრჯერ წამიკითხავს, მაგრამ ამჯერად მინდა, გიამბოთ ჭინჭრის ფესვების სამკურნალო თვისებებზე. უკვე რამდენი წელია, რაც მასწავლეს ჭინჭრის დაშაქრული ფესვების გამოყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. ასეთი მკურნალობის ჩატარება დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება, მას მხოლოდ ზაფხულობით ვიტარებ. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ ჭინჭრის ფესვების მოგროვება. მათგან მომზადებული წამალი წმენდს სისხლს, გამოაქვს ორგანიზმიდან წიდები, აცხრობს ლორწოვანი გარსის ანთებას. ამ წამლის გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი პროთრომბინი და თრომბებისკენ აქვს მიდრეკილება. საერთოდ მკურნალობისას სიფრთხილე გმართებთ, რომ სისხლის შედედების უნარი მეტისმეტად არ მოგემატოთ - მე სამ კვირაზე მეტხანს არ ვიტარებ კურსს.
წამლის მომზადების რეცეპტი ასეთია:
ჭინჭრის ფესვები გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით ცხელი ვაჟინი და 5 წუთით შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ და გაწურეთ. ფესვები საწურიდან თეფშზე გადმოალაგეთ და აცალეთ გაშრობა. სწორედ ეს გამომშრალი ფესვები გახლავთ სამკურნალო. თითო პატარა ნაჭერი დღეში რამენჯერმე მიირთვით. საკმაოდ გემრიელია. გახსოვდეთ, მათი მიღება ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ყოველი კურსის ჩასატარებლად ახალ ულუფას ვამზადებ - ნუ დაამზადებთ ბევრ წამალს ერთდროულად. მკურნალობის კურსი 3 - 4 -კვირაა. ასთმა უკვე მრავალი წელია მაწუხებს და მას შემდეგ, რაც ამ საშუალებას მივაგენი და თანაც სუნთქვითი ვარჯიში დავიწყე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
ექიმის კომენტარი:
ჭინჭრის ფესვები იმავე ნივთიერებითაა მდიდარი, რითაც ფოთლები. მათში ბევრია C ვიტამინი, რკინა, ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები. პრეპარტს, რომელიც შეიცავს ჭინჭარს, აქვს სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.