დაივიწყეთ კოსმეტოლოგთან ვიზიტი! ეს მარტივი საშუალება შავი წერტილებისგან კვალსაც არ დატოვებს

დაივიწყეთ კოსმეტოლოგთან ვიზიტი! ეს მარტივი საშუალება შავი წერტილებისგან კვალსაც არ დატოვებს
რა იწვევს შავი წერტილების გაჩენას? მიზეზი კანის ფორებში ჭარბი რაოდენობით ცხიმისა და კანის მკვდარი უჯრედების დაგროვებაშია. ადამიანთა უმრავლესობა მოცემული არაესთეტიკური პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურებსა და საშუალებებს მიმართავს. გარდა იმისა, რომ მსგავსი პროცედურები არც თუ ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული, მათი ეფექტურობა დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

თუ გსურთ, გათავისუფლდეთ შავი წერტილებისგან კოსმეტოლოგთან ვიზიტისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის ამ მარტივ საშუალებას, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ.

საოცრად ეფექტური საშუალება შავი წერტილების წინააღმდეგ

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი;
  • 1 ჩ.კ. საკვები სოდა.

მომზადება:

შეურიეთ ერთმანეთში მოცემული ორი ინგრედიენტი. თქვენ მიიღებთ პასტისებრ მასას, რომელიც საკუთარი კონსისტენციით არაჟანს მოგაგონებთ.



გამოყენების წესი:

1. დაიბანეთ სახის კანი თბილი, კომფორტული ტემპერატურის წყლით და კარგად გაიმშრალებთ. ეს პროცედურა გახსნის კანის ფორებს და გაამარტივებს მათი წმენდის პროცესს.

2. ლიმონის წვენისა და საკვები სოდისგან მომზადებული პასტისებრი მასა წასვით კანის პრობლემურ მონაკვეთებზე კბილის ჯაგრისის გამოყენებით. აკეთეთ ნელი წრიული მოძრაობები.



3. დაიტოვეთ ეს მასა სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი.



მიმართეთ ამ პროცედურას კვირაში 1-ხელ. დაახლოებით მე-4 გამოყენების შემდეგ თქვენ შენიშნავთ, თუ როგორ სუფთავდება კანის ფორები ჭუჭყისა და სიბინძურისგან. როდესაც სასურველ შედეგ მიაღწევთ, შეწყვიტეთ მოცემული პროცედურის ჩატარება.

ლიმონმჟავა, რომელსაც ჭარბად შეიცავს ლიმონის წვენი, ძალზედ ეფექტურია კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. გარდა ამისა, ამ პროდუქტს აქვს გამაღიავებელი ეფექტი ჩვენს კანზე. რაც შეეხება საკვებ სოდას, მოცემული პროდუქტი გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით და გვიწყობს ხელს მიღებული შედეგის საიმედოდ, ხანგრძლივი დროით დაფიქსირებაში.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!