რატომ უნდა დაიდგას ჭიქა წყალი სასთუმალთან? ყველა წესის დაცვით!

რატომ უნდა დაიდგას ჭიქა წყალი სასთუმალთან? ყველა წესის დაცვით!
ბავშვობიდან წყლის სმის სწორ რეჟიმს რომ ვიცავდეთ, ახლა ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა არ შეგვაწუხებდა. წყლის ფასეულობა ყველას ესმის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა საკმარისი არ არის.



Facepaparazzi-ს რედაქცია გაგაცნობთ, თუ როდის უნდა დალიოთ წყალი, რათა ორგანიზმმა მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

დღეში რამდენი წყალი უნდა დაილიოს

გაღვიძებისთანავე დალიეთ 2 ჭიქა წყალი - ამგვარად დაეხმარებით შინაგან ორგანოებს მშაობის დაწყებაში. აქტიური ნივთიერებათა ცვლის პროცესები წყლის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ დილიდანვე უნდა დაატენიანოთ სხეული.


საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, დალიეთ ჭიქა წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჭამის შემდეგ როდის უნდა დალიოთ? როდესაც მოგინდებათ!
გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, წყალი არ უშლის ხელს საკვების გადამუშავებას. ის, რომ წყალი აზავებს კუჭის წვენს და ამგვარად არღვევს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას, მითია. პირიქით, წყალი ეხმარება საჭმლის მონელების პროცესს.


აბაზანის მიღებამდე დალიეთ ჭიქა წყალი. ეს დასწევს ატრერიულ წნევას. განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანებისთვის, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს.
საღამოს დალეული წყალი აგარიდებთ გულის პრობლემებსა და დაგიცავთ ინსულტისგან.


დალიეთ ღამით წყალი და აირიდეთ კიდევ ერთი უსიამოვნება - ღამის კრუნჩხვები.


თუ სპორტით ხართ დაკავებული, აუცილებლად უნდა დალიოთ საკმარისი რაოდენობით წყალი ვარჯიშამდე: დაახლოებით 2 ჭიქა. ამის წყალობით შექმნით თავისუფალი წყლის მარაგს ვარჯიშის წინ, რომელიც უკავშირდება ოფლის გამოყოფას, და ტავს დაიცავთ გაუწყლიანობისგან.


ძალიან მნიშვნელოვნია ჭიქა წყლის დაყოლება ფინჯან ყავაზე. ყავა წნევას ამაღლებს, წყალი კი აგარიდებთ წნევის მოულოდნელ ავარდნას.


ასევე, ამგვარად დაიცავთ კბილების ემალს. ყავის ნადები კბილებზე არ წარმოიქმნება, თუ წყალს რეგულარულად დალევთ.


თუ შეკრულობა გაწუხებთ, აუცილებლად დალიეთ მეტი წყალი. ეფექტი უკვე 2 დღეში გახდება შესამჩნევი.