როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ყოველგვარი ზედმეტი და შხამიანი

როგორ გამოვდევნოთ  ორგანიზმიდან  ყოველგვარი  ზედმეტი  და შხამიანი
ორგანიზმის გაწმენდა, ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა თანამედროვე პირობებში. სპეციალისტების მიერ მრავალი სახის, ჯანმრთელი კვებისა და ორგანიზმის გაჯანსაღების რეკომენდაციებია შემუშავებული. ორგანიზმის გაწმენდა მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებში.

გთავაზობთ 6 საუკეთესო საშუალებას:
  1. ვაშლი და დარიჩინი
    თხლად დაჭერით ერთი ვაშლი და დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დაუმატეთ 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, გააცივეთ და სვით მთელი დღე. ვაშლი და დარიჩინი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის განდევნაში.

  2. ლიმონის წვენი და თაფლი
    2 ს/კ ლიმონის ახლადგამოწურული წვენი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალს, დაუმატეთ 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი, ერთი მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი (ჯინჯერი) მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს გაგიწმენდთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, გაგიმაგრებთ სისხლძარღვთა კედლებს და სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ.

  3. ჯანჯაფილის სასმელი
    ჯანჯაფილის ახალი პატარა ბოლქვი (3 - 4 სმ სიგრძის ) გაფცქვენით და წვრილად დაჭერით, დაასხით 1 ლ ცხელი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წთ, გაწურეთ. გაცივების შემდეგ დაუმატეთ ერთი მწიკვი დაფქული დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ასკილის სიროფი. მიიღეთ დღის განმავლობაში თითო ჯერზე 100 - 150 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნორმაში მოჰყავს საჭმლის მონელება. ნივთიერებათა ცვლა, აქვს მატონიზირებელი და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.

  4. ჭარხლის წვენი
    მოამზადეთ 1 ცალი ჭარხლის, 2 ცალი ვაშლის და ნიახურის 4 ცალი ღეროს (ასეთი ჯიშის ნიახური მხოლოდ დიდ მარკეტებში იყიდება, ძირითადად იმპორტულია და გასაოცრად მსხვილი ძირი და ღეროები აქვს). ახლადგამოწურული წვენი, მიიღეთ თითო - თითო ს/კ დღეში 2 - ჯერ (დილას და საღამოს ) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  5. ჯანმრთელობის კოქტეილი
    მოამზადეთ 1 ცალი ფორთოხლის, 1 ცალი ლიმონის და 1 ცალი სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი, შეურიეთ 100 მლ მინერალურ წყალს. სვით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი მშვენიერი საშუალებაა დაღლილობის მოსახსნელად. მასში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები.

  6. კიტრი და ნიახური
    დააქუცმაცეთ 1 ცალი კიტრი და ნიახურის 1 ფესვი ( მსხვილღეროიანი ჯიშის ) დაუმატეთ 300 მლ წყალი. სვით მთელი დღის გამავლობაში, იდეალურია განტვირთვის დღეებში.

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის