სასუქის 4 სახეობა თქვენი ბოსტანისთვის

სასუქის 4 სახეობა თქვენი ბოსტანისთვის
1. ვამზადებთ ნაყენს: 200 ლიტრიან კასრში ჩაყარეთ:

  • 1 სავსე ბარი ხის ნახშირი
  • ნახევარი ვედრო ფუნა
  • 1 ვედრო დამპალი ფოთოლი
  • 1 ბარი ჩვეუებრივი ბაღის მიწა
  • ნარევი: 3 ლიტრ წალს დაუმატეთ 5 ს.კ. შაქარი და 1 მწიკვი საფუარი. დააყენეთ 2-3 დღით შემდეგ ჩაასხით საერთო კასრში. გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში.

კასრის ნარევი დააყენეთ 1 კვირით, ხანდახან მოურიეთ. გამოყენებისას, ნაყენი გააზავეთ წყალში 1:10-ზე.

2. 200 ლიტრიან კასრში შაყარეთ სარეველა ბალახი 2/3-ზე. დაასხით წყალი და დააფარეთ ცელოფანი. დააყენეთ 2 კვირით. გამოყენებისას გააზავეთ წყალში 1:10-ზე.

სასუქის 4 სახეობა თქვენი ბოსტანისთვის


3. 200 ლიტრიან კასრში ჩაყარეთ ფუნა 1/3-ზე. დაასხით წყალი. დააყენეთ 2 კვირა. გამოყენებისას გააზავეთ წყალში 1:10-ზე.

4. 200 ლიტრიან კასრში ჩაყარეთ ქათმის ექსკრემენტები 1/3-ზე. დაასხით წყალი. დააყენეთ 2 კვირა. გამოყენებისას გააზავეთ წყალში 1:20-ზე.