ნიუ-იორკის სილამაზის სალონი კლიენტებს უჩვეულო თერაპიას სთავაზობს. ვერც კი წარმოიდგენთ რა არის მისი მთავარი კომპონენტი
ნიუ -იორკის სილამაზის სალონი თავის კლიენტებს უჩვეულო თერაპიას "გეიშას ნიღბით" 180$-ად სთავაზობს. ამ სასწაულმოქმედი ნიღბის შემდეგ კანი ბრწყინვალე, აბრეშუმივით ნაზი და გადატკეცილი ხდება. პრობლემა მხოლოდ ერთია - მისი მთავარი კომპონენტია ბულბულის სკლინტი! ჩიტებს, იაპონური ტრადიციის თანახმად სოიას მარცვლებით, ბრინჯითა და თევზის ფქვილით კვებავენ. ამიტომაც მათი გამონაყოფი სასარგებლო ნივთიერებითაა სავსე. სილამაზე მსხვერპლს ითხოვს და მდიდარი ნიუ - იორკელები სწირავენ კიდეც მას. დაახლოებით 100 ათასი ადამიანი სარგებლობს ყოველთვიურად ამით და ფულს იხდის, რათა სახეზე, როგორც ვთქვით, სკლინტი წაუსვან.
სამკურნალო ნეხვის გროვა
ცხოველების, ჩიტებისა და მწერების ცხოველქმედების პროდუქტები სამკურნალო მიზნებით უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. ეგვიპტელები ჩასახვის საწინააღმდეგო ტამპონებს ნიანგის ნეხვისგან ამზადებდნენ, აფრიკელები სპილოსას ამჯობინებდნენ და გამორიცხული არ არის, რომ კონტრაცეპტიული ეფექტის მიზეზი სუნი იყო, რომელიც მზეთუნახავს უდიოდა.
დამწვრობების სამკურნალოდ ექიმები პაციენტს თხის კურკლში გამოყვანილ ბაყაყს უწერდნენ. ნახეთქების სამკურნალო საცხის რეცეპტი იგივე თხის კურკლი, ყველის ობი და თაფლი - ბუნებრივი ანტიბიოტიკები და ანტიბაქტერიული საშუალებები შედიოდა, ხოლო თაფლისა და ნეხვის ნაზავით გაჟღენთილ ნაჭერს დამტვრეულ ნეკნებზე ბერძენი ექიმი გალენიც კი აფენდა.
ცხენის ნეხვი შედიოდა ციებ-ცხელების მიქსტურის შემადგენლობაში, ძროხის ფუნით მკურნალობდნენ დაჟეჟილობებს, მტრედის სკლინტით - გამელოტებას, ხოლო თაგვის ცურცლით თირკმლებიდან ქვებს გამოდევნიდნენ.
შუა საუკუნეების უდიდესი არაბი ექიმის ავიცენას "სამედიცინო მეცნიერების კანონებში" იყო განყოფილება "ზიბლი" (არაბულიდან - სკორე). მასში, რომაელი და ბერძენი ავტორიტეტების მოხმობით, საფუძვლიანად იყო აღწერილი ცხოველების, ჩიტებისა და მწერების განავლის მედიცინაში გამოყენება. კერძოდ, ხვლიკ ურომასტიკით აცლიდნენ ჭორფლს, შოშიისა და მტრედის სკლინტით სახის ფერს აუმჯობესებდნენ, ძაღლის ექსკრემენტს კი ძველ წყლულებზე უსვამდნენ. უდაბნოს ეკალჯაგიდან აღებულ და ცხვირის მატყლში გახვეული მგლის განავლით, რომელიც მხარზე დამაგრებული ვერცხლის ჭურჭლით უნდა ეტარებინათ, სიმსივნეებისგან კურნავდნენ.
ჩვენ ერაში ასეთი "ძლიერმოქმედი" საშუალებები ოფიციალური მედიცინის არსენალიდან გაქრა, თუმცა ერთადერთი გამონაკლისია ამერიკელი ექიმების მიერ რეკომენდებული განავლის გამოყენება მძიმე ნაწლავურ ინფექციებთან ბრძოლისას, როდესაც ისინი ანტიბიოტიკურ მკურნალობას არ ემორჩილებიან. "ალტერნატიული" მეთოდებიდან შედარებით უფრო პოპულარულია ურინოთერაპია. ინდური ფირმა Goratna (ძროხის განძი) კი ყველგან ვაჭრობს წამლებითა და კოსმეტიკით, რომელსაც წმინდა ძროხის ფუნითა და ფსელით აკეთებდნენ. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა მტკიცებულებით, მათი "უებარი აბები" კურნავს ბუასილს, ასთმას, დიაბეტს და საყმაწვილო გამონაყარს სახეზე.