იცოდით, რომ კუჭ - ნაწლავის კარგი მუშაობა პირდაპირ კავშირშია ვარიკოზის პროფილაქტიკასთან

იცოდით, რომ კუჭ - ნაწლავის  კარგი მუშაობა პირდაპირ კავშირშია ვარიკოზის პროფილაქტიკასთან
ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას. ვენების ვარიკოზული გაფართოება ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის ეს დაავადება აღენიშნება ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს და რაც მთავარია, ეს არის ძირითადად 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები.

მიზეზები
ვენები გაფართოებას იწყებს, თუკი სისხლის დინებას რაიმე წინაღობა ხვდება, რომელიც ხელს უშლის მის მოძრაობას ქვედა კიდურებიდან გულამდე.

კვება
კუჭ - ნაწლავის კარგი მუშაობა პირდაპირაა დაკავშირებული ვარიკოზის პროფილაქტიკასთან. რაკი სისხლი ქვედა კიდურებიდან გულისკენ მიედინება, გაივლის რა მუცლის ღრუს, შეიძლება ის წინაღობები შეხვდეს კუჭ - ნაწლავის არარეგულარული მოქმედების გამო. ეს ბლოკავს სისხლის შემდგომ მოძრაობას და ადრე თუ გვიან, ვენური სისხლის მოძრაობის სისტემატური დარღვევის შედეგად, ვარიკოზს იწვევს. ამიტომ უნდა იკვებოთ:
- უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ ორგანიზმს წმენდს. უჯრედისს დიდი რაოდენობით შეიცავს: ქატოს პური, ჭერმისა და გარგარის ჩირი, ზოგადად - ჩირი, წიწიბურას ფაფა, ორცხობილა, ნიგოზი, ბარდა;
- ხილი და ბოსტნეული;
- C ვიტამინით მდიდარი საკვები, რომელიც სისხლძარღვთა კედლებს გაამაგრებს და, იმავდროულად, იმუნიტეტსაც. ესენი გახლავთ: შავი მოცხარი, ასკილი, ციტრუსები, ხახვი, ნიორი;
- რძის მჟავე პროდუქტები.

რაციონიდან გამორიცხეთ: ფასთფუდები ( ანუ სწრაფი კვების კერძები), სუფრის მარილი, ცხოველური ცხიმები, ტკბილეული, შემწვარი, შებოლილი, ცხიმიანი, ნახშირწყლები, რძე, ნაღების კარაქი და პროდუქტები ქოლესტერინის მაღალი შემცველობით.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის