ჩემი ნათესავი მეხსიერების გაუარესებას უჩიოდა. აი, რა უთხრა მას ახალგაზრდა ნევროპათოლოგმა!

ჩემი ნათესავი მეხსიერების გაუარესებას უჩიოდა. აი, რა უთხრა მას ახალგაზრდა ნევროპათოლოგმა!
ენციკლოპედიური მეხსიერება მუდამ მიიჩნეოდა ჭკუის ნიშნად. ბევრი ჩვენთაგანი აღფრთოვანებული უყურებს ტელეშოუებს, სადაც ერუდიტები ყველაზე რთულ კითვხებს პასუხობენ, იოლად იხსენებენ სახელებსა და თარიღებს. სამწუხაროდ, იდეალური მეხსიერება ყველას როდი აქვს.

მეხსიერების გაუარესება

ხშირად, ადამიანები მეხსიერების გაუარესებას უჩივიან, ეკითხებიან სპეციალისტებს, როგორ გაიუმჯობესონ მეხსიერება და ყურადღება. მართლა უნდა ჩატარდეს თუ არა ტვინის ვარჯიშები, საჭიროა თუ არა პრეპარატების მღება? თუ მუდმივად სადღაც ტოვებთ ტელეფონს, ან კოლეგების სახელები არ გახსოვთ, ნუ დარდობთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდადაა, პირიქით! უკანასკნელი კვლევების თანახმად, გულმავიწყები სხვებზე უფრო ჭკვიანები არიან!



ისტორიას ბევრი დაბნეული გენიოსი ახსოვს. ამბობენ, ისააკ ნიუტონი საკუთარ სახლში იკარგებოდაო, გარეთ გასულს კი ავიწყდებოდა, სად მიდიოდა.
კანადელი მეცნიერ-ნეიროფიზიოლოგიები, პოლ ფრანკლანდის ხელმძღვანელობით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ გულმავიწყობა დეფექტი არ არის. ის შესაძლებლობას აძლევს ტვინს. გამოათავისუფლოს უსარგებლო და ძველი ინფორმაცია და ჩაანაცვლოს საჭირო და აქტუალური ახალი ცოდნებით. კომპიუტერის მსგავსად, ტვინი ასუფთავებს ოპერატიულ მეხსიერებას.

ოლ ფრანკლანდმა დაადგინა, რომ გულმავიწყობის ბუნება ჰიპოკამპშია. როგორც კი ამ სფეროში ახალი ნეირონები ჩნდება, ისინი უკვე არსებულ ინფორმაციას გადაწერენ. ეს კი ხელს უწყობს ადამიანს, მიეჩვიოს ახალ პირობებს.



თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა უჩვენა, რომ ცხოველები უკეთ უმკლავდებიან სტრესულ მდგომარეობას, თუ მათ ძველ მეხსიერებას გაუსუფთავებ. და რაც უფროს წრაფად იცვლება გარემო, მით უფრო უნდა წაიშალოს ძველი ფაქტები.



ჩვენს დროს, როცა ინფორმაციის მოცულობა იზრდება ბომბის აფეთქების მსგავსად, „ნაგავმა“ დროულად უნდა დაუთმოს ადგილი უფრო მნიშვნელოვანს და ახალს.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ტვინის ასეთი უცნაური წყობილება არ მოგწონთ და გსურთ გაიხსენოთ უამრავი საინტერესო რამ? როგორ გაიუმჯობესოთ მეხსიერება? არსებობს ეფექტური სავარჯიშოები, რომლებიც აძ₾იერებს ინფორმაციის დამახსოვრების უნარს. მეხსიერება კუნთებივით უნდა გაავარჯიშოთ.
რა თქმა უნდა, ეს სტატია არ მოუწოდებს ყველაფრის დავიწყებას. მაგრამ თუკი რძის ყიდვა დაგავიწყდათ, იცოდეთ, რომ ტვინი თავის სამუშაოს ასრულებს.