მთელი ცხოვრების პრობლემის გადაწყვეტა ნაპოვნია: 2017-ში FDA-მ აღიარა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება კიბოს უჯრედების მოსპობაში

მთელი ცხოვრების პრობლემის გადაწყვეტა ნაპოვნია: 2017-ში FDA-მ აღიარა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება კიბოს უჯრედების მოსპობაში
კიბო საშინელი დაავადებაა და მარტო სიტყვა იწვევს უსიამოვნო ასოციაციებს. როდესაც ავთვისებიანი სიმსივნე რომელიმე ორგანოში ვრცელდება, მას აცილებენ. და როგორ მოვიქცეთ სისხლის კიბოში, რომელიც განუწყვეტლივ მოძრაობს მთელ ორგანიზმში? უამრავი ადამიანი ამას 100%-იანად მომაკვდინებელ დაავადებად მიიჩნევს, თუმცა ისიც ექვემდებარება მკურნალობას, როგორც ნებისმიერი ონკოლოგია.



სამედიცინო მეცნიერება ადგილზე არ დგას! ჩვენი რედაქცია გთავაზობთ შთამაგონებელ ინფორმაციას მედიცინის ახალ მიღწევებზე, რომლებიც სულ ახლახან გაჩნდა და იმედს გვისახავს.

კიბოს ეფექტური მკურნალობა

კიბოს მკურნალობაში ნამდვილ გარღვევაზე დღეს FDA-მ (აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ზედამხედველობის მმართველობა) განაცხადა. ახლა უკვე დაიწყებენ კიბოს გენური თერაპიით მკურნალობას. და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გენური თერაპია ონკოლოგიური დაავადებებისთვის FDA-მ დაამტკიცა.

თერაპიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტისგან მის საკუთარ T-უჯრედებს იღებენ (იმუნური სისტემის ნაწილი), ყინავენ ფარმკომპანიის ლაბორატორიაში, შემდეგ სპეციალური მოდიფიცირებული ვირუსის ადამიანის იმუნოდეფიციტის მეშვეობით მასში გენს ათავსებენ, რომელსაც შეუძლია ავთვისებიანი უჯრედების მოსპობა. განახლებულ უჯრედს კვლავ ყინავენ და უბრუნებენ პაციენტს.



ასევე, ონკოლოგები ამბობენ, რომ პაციენტის T-უჯრედების მოდიფიკაციის ეს მეთოდი მათი შემდგომი აქტივაციით კიბოს მოსასპობად, მალე ჩვეულებრივი პროცედურა გახდება ტრადიციული მედიცინისთვის.



თუმცა, დღესდღეობით მსგავსი თერაპიის კურსი 475 ათასი დოლარი ჯდება, მაგრამ საკმარისია მხოლოდ ერთი კურსი. და კიდევ, პაციენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდის ამ თანხას, თუ ეს კურსი 1 თვის განმავლობაში გამოიღებს შედეგს.



თუმცა, ამ თერაპიას უკუჩვენებაც აქვს, ამიტომ მის გამოყენებას იმ შემთხვევებში გეგმავენ, როცა სხვა მეთოდები არაეფექტური გამოდგება.