სასარგებლო რეცეპტები გაძლიერებული ხველის სამკურნალოდ

სასარგებლო რეცეპტები გაძლიერებული ხველის სამკურნალოდ
ხველა მიიჩნევა ორგანიზმის დამცველობით რეაქციად, მისი არსებობა მეტყველებს სუნთქვის დაავადებაზე. ხველა წარმოიქმნება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსისა და ფილტვის ქსოვილის ანთებისას, ასევე სასუნთქ გზებში მტვრის, თამბაქოს ბოლის, მძაფრი სუნის მქონე აირის ან სითხის მოხვედრისას. ხველა ასევე შეიძლება იყოს ალერგიული ხასიათის, ზოგჯერ წარმოიქმნება ემოციური დაძაბულობის და მღელვარების შედეგად. ხველის დროს ფიტვებიდან გამოიდევნება მიკროორგანიზმები, ნახველი, ლორწოს ნაწილი, უცხო სხეული. ხველის დროს პირველ რიგში გამოიყენება მკურნალობის საშუალებები მდოგვის საფენებში, ფეხის მდოგვიანი აბაზანები, გულმკერდის დაზელვა ან თბილი კომპრესები, ცხელ - ცხელი სასმელები.

რეცეპტები:
  • აიღეთ 1 ჩ/კ მაჩიტას დაქუცმაცებული ბალახი ( ბალახი უნდა შეგროვდეს ყვავილობის დროს ) დაასხით 1 ჭ მდუღარე, გააჩერეთ 3 სთ - ის განმავლობაში თერმოსში, მიიღება 2 ს/კ 3 - 4-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ - ით ადრე.

  • ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ თაფლი. მიიღება 1 ს/კ 4 - 5 -ჯერ დღეში.

  • ლიმონს დაასხით წყალი, ადუღეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ 2 ს/კ გლიცერინი, მოათავსეთ ჭიქაში და შეავსეთ თაფლით, კარგად აურიეთ. მიიღება 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამისა და ძილის წინ.

  • ჩვილი ბავშვისთვის: 1 ჩ/კ თაფლს დაამატეთ 2 ს/კ ანისულის თესლი და მწიკვი მარილი, დაასხით 1 ჭ წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ - ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღება 1 ჩ/კ ყოველ 2 სთ- ში ერთხელ, ხველის შემცირებისას დოზა მცირდება.

  • ჭვავი, შვრია, ქერი თანაბარი ოდენობის, შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ ცოტაოდენი ვარდკაჭაჭა და 2 გრ გასუფთავებული ნუში, დაასხით ცხელი რძე. მიიღება ყავის მაგივრად.

  • ხველის დროს სასარგებლოა არყის ან ნეკერჩხლის წვენის რძესთან ერთად მიღება 1:1 თანაფარდობით.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი