ახლა, შინისაკენ მიმავალი, მუდამ ვაგროვებ შემოდგომის ფოთლებსა და რკოებს. როცა შედეგს დაინახავთ, თქვენც ასევე მოიქცევით!
შემოდგომა ჩემი საყვარელი სეზონია - რომანტიკული, ლამაზი, სიმყუდროვითა და სულიერი სითბოთი აღვსილი... და კიდევ, შემოდგომაზე შესაძლებელია უამრავი ნაკეთობის შექმნა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხის ფოთლები ულამაზეს შეფერილობას იღებს, რკოები და გირჩები ფეხქვეშ გედება, როცა ქალაქის ხეივნებში სეირნობ.
ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ნაკეთობები - შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვთან ერთად რამდენიმე საათი სუფთა ჰაერზე გაატარო, შეაგროვო ყვითელი ფოთლები, გირჩები, რკოები, შემდეგ შინ შემოქმედებით დაკავდე მასთან ერთად.
ნაკეთობები შემოდგომის მასალებისგან
ჩვენმა რედაქციამ მოამზადა ბუნებრივი მასალების რამდენიმე იდეა, რომლებიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ბავშვებთან ერთად.
ფოთლებისგან პეპლის შექმნის მარტივი და ამავდროულად საინტერესო ვარიანტი, რომლის რეალიზებაც ყველაზე პატარებსაც შეუძლიათ.
სამუშაოს დაწყებამდე, ფოთლები 24 საათის განმავლობაში უნდა გაახმოთ პრესის ქვეშ, რათა ბრტყელი გახდეს.
ფოთლებისგან ლოკოკინას შექმნის კრეატიული მეთოდი.
ამ იდეის განსახორციელებლად ფიგურული სახვრეტი დაგჭირდებათ. ორიგინალურია, არა?
სახლის საშემოდგომო გაფორმებისას, პირველი, რაც თავში მოგდის - სანთლებია, რომლებიც მუდამ სიმყუდროვის ატმოსფეროს ჰქმნიან.
ამ ნაკეთობის შექმნა საკმაოდ ადვილია. შეაგროვეთ წაბლი და მოუფიქრეთ სხვადასხვა სახალისო სახეები.
ეს ზღარბუნა როგორ მოგწონთ? შეუძლებელია არ გაგეღიმოს მისი შემხედვარე.
ქაღალდი, წებო, და სხვადასხვა ფორმის ფოთლები და ფანტაზია - აი, რა დაგჭირდებათ ამ საინტერესო აპლიკაციების შესაქმნელად.
ამ იდეას კი აუცილებლად გავითვალისწინებ. ძალიან მინდა ასეთი არაორდინალური თაიგული!
რა ლამაზი ნახატია! მის შესაქმნელად შემოდგომის ფოთლები გამოიყენეს.
წაუსვით წებო ფოთლის ერთ მხარეს და მიაწებეთ სუფთა ფურცელს. ასეთი ანაბეჭდებით ნამდვილი შედევრების შექმნა შეგიძლიათ. დახატეთ ხის სილუეტი, დააქუცმაცეთ ფოთლები, წაუსვით წებო და მოაყარეთ დაჭრილი ფოთლები - ყველაფერი გენიალური - მარტივია!
ცოტაოდენი წებო და პლასტილინი და... უბრალო რკოები მინიატურულ სერვიზად იქცევა ზღაპრული პერსონაჟებისთვის.
გირჩები, პლასტილინი, ფოთლები და თავისუფალი დრო - აი, რა არის საჭირო ნამდვილი ზღაპრული სამყაროს შესაქმნელად!
ამ აპლიკაციის შესაქმნელად ცოტა მეტი დრო და შრომა დაგჭირდებათ, ვიდრე სხვა ნაკეთობებისთვის. უნდა შეარჩიოთ ფოთლები, რომლების ფერები ერთმანეთში გადადის. ასევე დახატოთ ან ამობეჭდოთ ქალის ჩრდილის სილუეტი. მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.