5 მარტივი რჩევა, თუ როგორ გავთავისუფლდეთ გაჭედილი ცხვირისგან სულ რამდენიმე წუთში

5 მარტივი რჩევა, თუ როგორ გავთავისუფლდეთ გაჭედილი ცხვირისგან სულ რამდენიმე წუთში
ტემპერატურის ცვალებადობის დროს, განსაკუთრებით ცივ ამინდში, გაცივების რისკები მაღლდება. ტკივილის საერთო შეგრძნებებს ემატება ცხვირის გაჭედვაც, რაც დიდ დისკომფორტს იწვევს.

ჩვენ გტავაზობთ 5 მარტივ ხერხს, რომლებიც იოლად მოგაცილებთ ამ პრობლემას სულ რამდენიმე წუთში:

ცხარე საკვები

ცხარე საკვები ეხმარება ლორწოს მოცილებაში და ხსნის სუნთქვას. დაამატეთ რაციონში ნიორი ხახვი, შავი პილპილი, წიწაკა ჩილი, კურკუმა, ჯანჯაფილი რომლებიც ეფექტურად სპობენ ბაქტერიებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და აცილებენ გაცივების სიმპტომებს.

სუნთქვის კონტროლი

ეს ძალიან ამრტივია! ჩაისუნთქეთ ღრმად და მოუჭირეთ ცხვირს, სანამ გაძლებთ. შემდეგ ამოისუნთქეთ ცხვირიდან. რამდენიმე წუთში შენიშნავთ, თუ როგორ გაიწმინდა სასუნთქი გზები.

მარილის ხსნარი

მოამზადეთ მარილის ხსნარი: აადუღეთ მარილიანი წყალი და გააცივეთ. შპრიცის მეშვეობით შეიყვანეთ ხსნარი ცხვირში. ეს გაათავისუფლებს ცხვირს ლორწოსგან და ხელს შეუშლის მის წარმოქმნას, რადგან მარილი მოქმედებს როგორც ეფექტური ანტისეპტიკი.

მენთოლი და ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“

მათ ფართოდ იყენებენ რესპირატორული რობლემების შესამსუბუქებლად. მენთოლის მალამო და ბალზამი შეგიმსუბუქებთ თავის ტკივილებს და მოგაცილებთ გაცივებას.

ცხელი აბაზანა


ცხელი აბაზანა კარგი იდეაა, რადგან ცხელი წყლის ორთქლი სასუნთქ სისტემაში გადის და წმინდავს გაჭედილ ცხვირს. ინჰალაციები ბალახების გამოყენებთ, ცოტაოდენი ძმრის დამატებით, გაწმინდავს ცხვირს ლორწოსგან.