სანამ ჩაი ადუღდება, მოამზადეთ დესერტი! თქვენს მიკროტალღურ ღუმელს ასეთი გემრიელობა ჯერ არ მოუმზადებია!

სანამ ჩაი ადუღდება, მოამზადეთ დესერტი! თქვენს მიკროტალღურ ღუმელს ასეთი გემრიელობა ჯერ არ მოუმზადებია!
დავიწყებული ნამცხვარი - ასე შეარქვეს ბეზეს მისი ხანგრძლივი ცხობის გამო. ჩვენ კი გთავაზობთ ბეზეს მომზადების რეცეპტს, რომის მოზმადებასაც სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება.

ბეზე მსუბუქი დესერტების კატეგორიას მიეკუთვნება, და არამხოლოდ ჰაეროვანი სტრუქტურის გამო.

ინგრედნიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • 300 გრ შაქრის პუდრი


მომზადება:

  1. ათქვიფეთ ცილა და შაქარი გასქელებამდე, სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტაოდენი ვანილი.
  2. შექმენით პატარა ბურთულები, მოათავსეთ თეფშზე, რომელზეც ხელსახოცია დაფენილი, დაშორება 5 სმ უნდა იყოს. გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში 2-3 წუთის განმავლობაში.


გემრიელად მიირთვით!