როგორ გამოვაცხოთ უგემრიელესი ბეზე - რეცეპტი, რომელიც არ გაგიცრუებთ იმედებს
ბევრი დიასახლისი ბეზეს ცხობისგან თავს იკავებს, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ მისი გამოცხობა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. ამიტომ შეგირჩიათ FPAPARAZZI-მა ეს მარტივი და უტყუარი რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 4 კვერცხის (ცივი) ცილა
- 1 ჭიქა შაქარი - 200 გ
- 2 ჩ/კ ვანილის შაქარი ან 1/3 ჩ/კ ვანილი
მომზადება:
- ცილა მიქსერით მანამ თქვიფეთ, სანამ ღრუბელივით არ გახდება.
- დავამატოთ ვანილი და ნელ-ნელ შაქარი. ამ ხნის განმავლობაში გამუდმებით ვთქვიფოთ.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი და მიღებული მასა სასურველ ფორმებად დასვით.
- უფრო გაიადვილებთ საქმეს, თუ ამისთვის 2 ჩაის კოვზს დაიხმართ.
- შედგით ღუმელში და აცხვეთ 120 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.
- ამ ინგრედიენტებით გამოდის 54 ბეზე. ამიტომ, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ფირფიტა არ გეყოთ.
- შეგიძლიათ ორივე საცხობი ფირფიტა ერთდროულად მოათავსოთ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით.