8 რამ კლიტორის შესახებ, რაც ქალებმაც კი არ იციან. ჩვენ ფარდას ავხდით საიდუმლოს!

8 რამ კლიტორის შესახებ, რაც ქალებმაც კი არ იციან. ჩვენ ფარდას ავხდით საიდუმლოს!
ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით საკუთარ სხეულზე! 1998 წლამდე, სასკოლო წიგნებში არ არსებობდა ადექვატური ინფორმაცია ქალის ამ მნიშვნელოვან ორგანოზე. ქალის სხეული სრულყოფილია! ქალს შეუძლია შვილის მუცლით ტარება და მშობიარობა, მის ორგანიზმში ყველაფერი ჰარმონიულია. დღეს ჩვენ დაწვრილებით მოგითხრობთ ორგანოზე, რომელსაც იტალიელმა ანატომიკოსმა „სიყვარული ან ვენერის სიტკბო“ უწოდა.

ქალის კლიტორი

კლიტორის მთავარი ფუნქცია




კლიტორი გახლავთ ორგანო, რომელიც არ ასრულებს რეპროდუქტიულ ფუნქციებს. მისი როლი - ქალისადმი სიამოვნების მინიჭებაა. ქალების 75% ვერ განიცდის ორგაზმს კლიტორის სტიმულაციის გარეშე, ეს მთავარი ეროგენული ზონაა.

კლიტორი მამაკაცის პენისის მსგავსია



ქალის კლიტორს, მამაკაცის პენისივით თავი აქვს. თუმცა, კლიტორში ნერვული დაბოლოებები 2-ჯერ მეტია, ვიდრე პენისის თავში - მთელი 8000! ამით აიხსნება ორგანოს განსაკუთრებული მგრძნობელობა.

სად მდებარეობს კლიტორი




კლიტორის ხილვადი ნაწილი შედგება თავისგან და კლიტორალური კაპიუშონსგან. თავი სასქესო ბაგეებს შორისაა. მაგრამ ეს მხოლოდ პატარა ნაწილია მთლიანი ორგანოს. კლიტორის 3D გამოსახულება პირველად 2009 წელს გაკეთდა და ფურორი მოახდინა. აღმოჩნდა, რომ კლიტორს ფეხები აქვს, რომელიც ვაგინას ეხვევა. სქესობრივი აქტის დროს, კლიტორის შიდა ნაილი არ სტიმულირდება, მაგრამ პენისი, რომელიც შიგნით მოძრაობს, ასტიმულირებს კლიტორს შიგნიდან ირიბად.

კლიტორი იმაზე დიდია, ვიდრე გგონიათ




ეს საოცარია! როგორც მაღლა არვნიშნეთ, კლიტორი შედგება ხილვადი ნაწილისგან და შიდა ნაწილისგან. შიდა კლიტორის სხეული შედგება გამოქვაბულის მსგავსი სხეულებისგან, პენისის მსგავსად, უბრალოდ, უფრო პატარაა ზომაში. როდესაც ქალი აღიგზნება, ეს სხეულები დიდდება და სისხლით აღივსება, აი რატომ ჩნდება სასიამოვნო შეგრძნებები.

კლიტორსაც აქვს ერექცია



სისხლის მიდინება გამოქვაბულის მსგავსი სხეულებისკენ და რბილი ქსოვილებისკენ, იწვევს კლიტორის ერექციას. ის შეიძლება რამდენჯერმე გაიზარდოს. ორგაზმის წინ კლიტორი ცოტათი პატარავდება, ორგაზმიდან 10 წამში კი ჩვეულ ზომას უბრუნდება.

კლიტორის ზომა განსხვავდება



კლიტორის ზომა დამოკიდებულია გენეტიკაზე, ასევე სასქესო ჰორმონების რაოდენობაზე. თუ ქალის ორგანიზმში გენეტიკურადაა ჩადებული ტესტოსტერონის აქტიური გამომუშავება, კლიტორი დიდი ზომისაა.

ვაგინალური ორგაზმი დამოკიდებულია კლიტორის განლაგებაზე



არსებობს ე.წ. „დიდი თითის წესი“, რომელიც პრინცესა მარი ბონაპარტმა გამოიგონა. თუ კლიტორი განლაგებულია საშოს შესასვლელიდან არანაკლებ 2,5 სმ-ისა, ქალი იოლად განიცდის ვაგინალურ ორგაზმს. რაც უფრო დიდია ეს დაშორება, მით უფრო რთულია ქალისთვის ვაგინალური ორგაზმის განცდა.

ქალებსაც შეუძლია ორგაზმის იოლად განცდა, ისევე როგორც მამაკაცებს



ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ქალის ორგანიზმი შესანიშნავადაა მოწყობილი ორგაზმის მისაღებად. მითია, თითქოს რთულია ქალის ორგაზმამდე მიყვანა. ექიმმა ალფრედ კინსიმ კვლევა ჩაატარა, რმლის შედეგადაც დაადგინა: ქალების 45%, მასტურბაციის დროს ორგაზმს 3 წუთის განმავლობაში აღწევს, ისევე როგორც ამ საქმით დაკავებული მამაკაცები!

მაშ, რატომ არის ამდენი სირთულე ქალის ორგანიზმთან დაკავშირებით? საქმე უნფორმაციის უკმარისობაშია. გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან და გირჩევთ, უყუროთ ფილმს „დოქტორი კინსი“ (2004), ძალიან შემეცნებითია!