რა იწვევს ორგაზმს ქალებში და რითია განსაკუთრებული ის?

რა იწვევს ორგაზმს ქალებში და რითია განსაკუთრებული ის?
ორგაზმი - ეს არის სექსუალური აღგზნების კულმინაცია, რომლიც დაკავშირებულია უდიდეს სიამოვნებასთან. რა არის განსაკუთრებული ქალის ორგაზმში? ეს სწორეს ის კითხვაა, რომელსაც დღეს ამ სტატიით პასუხს გავცემთ.

ორგაზმის საწყის ეტაპს ქალბატონებისათვის წარმოადგენს საშოს, მიდებარე ქსოვილების და ანუსის კუნთების რიტმული შეკუმშვა-მოდუნება. თითო შეკუმშვა-მოდუნებს სჭირდება დაახლოებით 0,8 წამი და მათი რაოდენობა მერყეობს 3 დან 20 მდე.

ორგაზმის მექანიზმი.

ეროგენული ზონების სტიმულაციით, ნერვული დაბოლოებები აგზავნიან იმპულსებს ტვინში, ხოლო ტვინი თავისთავად გადააწვდის ინფორმაციას სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგაზმზე.

კლიტორი წარმოადგენს მთავარ ორგანოს, რომლის სტიმულაციაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერი სახის ორგაზმის მისაღწევად. ქალების 60% იღებს ორგაზმს მხოლოდ კლიტორის სტიმულაციით. ავსტრალიელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ქალებში ვაგინალური ორგაზმის მიღწევის დროს, კლიტორი ყოველთვის მაქსიმალურადაა აღგზნებული.

ორგაზმი და სტრესი.

პროცესში უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ჩვენი ინსტიქტები და ემოციები. ლიმფური სისტება, თავის ტვინი და ზურგის ტვინი აგზავნიან სტიმულატორ ნივთიერებებს და ელექტრო იმპულსებს, რომლებიც იწვევენ კუნთების რიტმულ შეკუმშვა-მოდუნებას, სისხლძარღვების გაფართოებას, აჩქარებენ სისხლის მიმოქცევვას და გულის ცემას... ყველაფერი ეს წარმოადგენს სტრესის სიმფტომებს და საპასუხოდ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინს, ბედნიერების ჰორმონებს, რომელიც საბოლოოდ იწვევს სიამოვნების შეგრძნებასა და მოდუნებას.

ქალბატონებს ისევე, როგორც მამაკაცებს შეუძლიათ ორგაზმის განცდა ძილის დროს. კვლევების მიხედვით ქალების 30% ორგაზმს სწორედ, რომ ძილის დროს აღწევს.

ქალური ორგაზმის სახეობები.

ყველაზე გავრცელებული სახის ორგაზმს წარმოადგენს კლიტორალური ორგაზმი, რომელიც მიიღწევა კლიტორის თავის უშუალო სტიმულაციით. რაც შეეხება ვაგინალურ ორგაზმს, მის შესახებ ზუსტი სამეცნიერო დასკვნა არ არსებობს, რადგან ექსპერტები ერთ აზრზე ვერ ყალიბდებიან. ვაგინის კედლებზე განთავსებულია არც, თუ ისე დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებები. მათი უმეტესობა მოთავსებულია გამოსასვლელთან. მათი და ასევე წერტილი G_ის სტიმულაცია განაპირობებს ვაგინალურ ორგაზმს. ასევე ჩვენთვის ცნობილია არაგენიტალური სახის ორგაზმი, რომელიც მიიღწევა ეროგენული ზონების (მაგ: მკერდის) სტიმულაციით. მეცნიერები ასევე გამოყოფენ საშვილოსნოს ორგაზმს, რომელიც მიიღწევა ღრმა შეღწევით.

ქალბატონებისათვის, რომლებიც რეგულარულად განიცდიან ორგაზმს (სექსით, მასტურბაციით), მკერდის სიმსივნეთი დაავადების რისკი 15% მცირდება, ასევე 15% მცირდება ღრუ ორგანოების სიმსივნეთი დაავადების ალბათობა, მიოკარდიუმის - 12,7%, ინსულტით - 10%, ხოლო ალცჰეიმერით დაავადების რისკი 19,2% მცირდება.

რაზეა დამოკიდებული ორგაზმი?

მეცნიერების მტკიცებით ფიზიკურად აქტიურ ქალებს აქვთ გაცილებით მეტი შანსი მიიღონ უფრო ხშირად და უფრო ხარისხიანი ორგაზმი.

ინტიმური ზონების რეგულარული ვარჯიში და საკუთარი სხეულის გამოკვლევა დაგეხმარებათ საკუთარი თავის შესწავლაში, რაც ხარისხიანი სიამოვნების ერთ-ერთი აუცილებელი განმაპირობელი ფაქტორია.

ჯანმრთელობის მდგომარეობას, განწყობას და პარტნიორისადმი ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს ორგაზმის მისაღწევად.