4 სუპერ ეფექტური საშუალება ფეხის სოკოს მოსაშორებლად, რომლებიც 100%-ით მუშაობს!

4 სუპერ ეფექტური საშუალება ფეხის სოკოს მოსაშორებლად, რომლებიც 100%-ით მუშაობს!
ტრიხოფიტური სოკო გახლავთ სოკოს ინფექციების გავრცელების მიზეზი. ეს გახლავთ მდგომარეობა, როცა კანი წითლდება, მშრალია, გექავება და სკდება.
როგორც წესი, ეს ინფექცია სერიოზული არ არის, მაგრამ მას მკურნალობა ესაჭიროება, რათა სხეულზე არ გავრცელდეს. გარდა ამისა, ის კონტაქტის გზითაც გადამდებია.

გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფეხის სოკოს მოცილებაში სწრაფად და ეფექტურად.

ნიორი

ნიორი ცნობილია თავისი სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიალური თვისებებით. ის ძალიან ეფექტურია, როცა საუბარია ამ ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების მოსპობაზე.

დაჭყლიტეთ 5 კბილი ნიორი და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. დაამაგრეთ სტერილური ბინტით, გაიჩერეთ კომპრესი რამდენიმე საათით. მოიცილეთ ნიორი და 20 წუთში კვლავ განაახლეთ პროცედურა. გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ, 15 დღის განმავლობაში.

დარიჩინი

დარიჩინი - კიდევ ერთი ინგრედიენტია ანტიბაქტერიალური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით.

დააქუცმაცეთ 5 ღერი დარიჩინი, დაამატეთ 4 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. დააყენეთ 45 წუთით. შემდეგ ჩაყავით ფეხები ამ ხსნარში 30 წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს 1-2 თვის მანძილზე.

სოდა

სოდა გახლავთ ინგრედიენტი, რომელიც ძალიან ეფექტურია ფეხების ოფლიანობის წინააღმდეგ. ის ანეიტრალებს კანის pH ბალანსს და ამგვარად აკონტროლებს სოკოს.

შეურიეთ 3 ნაწილი სოდა და 1 ნაწილი წყალი, სქელი პასტის მიღებამდე. წრიული მოძრაობებით წაისვით ფეხებზე. გააშრეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით და კარგად გაიმშრალეთ.

ჩაი


ჩაიში შემავალი მჟავები ეხმარება სოკოს აქტივობის გაკონტროლებაში, ასევე აცილებს ფეხის ოფლიანობას.

ჩაის 5 პაკეტს ან 5 კოვზ ჩაის დაასხით 4 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 5 წუთით. დაწურეთ და გააცივეთ. ჩყავით ფეხები ამ ნაყენში 30 წუთით, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ 5-6 კვირის განმავლობაში.

შეგიძლიათ ამ საშუალებების კომბინირება სოკოსგან უფრო სწრაფად გასათავისუფლებლად.