2 ბუნებრივი საშუალება დერმატომიკოზის სამკურნალოდ! ანუ როგორ გავთავისუფლდეთ ლიქენისგან სამუდამოდ?!

2 ბუნებრივი საშუალება დერმატომიკოზის სამკურნალოდ! ანუ როგორ გავთავისუფლდეთ ლიქენისგან სამუდამოდ?!
ტრიქოფიტიას სხვადასხვა სახის სოკო იწვევს. თუ თქვენს კანზე რგოლის სახის გამონაყარი განჩნდა, მისგან გათავისუფლდებით სხვადასხვა ეფექტური საშუალებების დახმარებით, რომლების მომზადებაც შინაურ პირობებში არის შესაძლებელი.



ნიორი

გარდა იმისა, რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, იგი ეხმარება ლიქენის დროსაც. სოკოს საწინააღმდეგო ნარევი დაგეხმარებათ სოკოს ინფექციების მოცილებაში.

ინგრედიენტები:
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. თაფლი

მომზადება:

  1. დაჭყლიტეთ ნიორი და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
  2. წაისვით დაზიანებულ ადგილებზე და გაიჩერეთ დაახლოებით 1 საათით.
  3. დაიბანეთ თბილი წყლით.
  4. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-3-ჯერ 2 კვირის განმავლობაში.


ვაშლის ძმარი

ძმარი დაგეხმარებათ ინფექციებისა და სოკოს მოცილებაში მჟავიანი თვისებების წყალობით. ვაშლის ძმრის წყალობით მოიცილებთ სოკოს სრულიად, თუ მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რეგულარულად გამოიყენებთ.

საჭირო მასალა:

  • ვაშლის ძმარი
  • ბამბის ტამპონი

მოზმადება:

  1. გაისუფთავეთ და გაიმშრალეთ დაზიანებული ადგილი.
  2. თავიდან შეამოწმეთ კანი ალერგიაზე: წაისვით ცოტაოდენი ძმარი, თუ ოდნავ გეწვით - ეს ნორმალურია, თუ ძლიერ - ე.ი. ალერგია გაქვთ.
  3. თუ ტესტი გაიარეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი.
  4. დაალბეთ ბამბის დისკი ძმარში და წაისვით დაზიანებულ კანზე.

გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 3-4-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში ინფექციის სრულად მოსაცილებლად.

იხილეთ ვიდეო: