მოხარშული ' კვერები ხაჭოს სატენით
სუპთან და ბულიონთან შეიძლება შევწვათ ან გამოვაცხოთ დიდი ღვეზელები ან პატარა კვერები ხორცის, ბრინჯის, კარტოფილის, კვერცხის ან სხვა სატენით. დღეს გასწავლით როგორ მზადდება მოხარშული კვერები ხაჭოს სატენით.
დაგვჭირდება:
მომზადების წესი:
500 გრამი პურის ფქვილი მოვზილოთ ნელთბილ წყალში. გავათხელოთ მაგიდაზე დაახლოებით 1/3 სანტიმეტრამდე. ჭიქით ამოვჭრათ ცომის რგოლები. თითოეულ რგოლზე დავდოთ კარგად დასრესილი შაქარ ან მარილმოყრილი ხაჭო. გადავკეცოთ და თითოეულს მოვუკრათ თავი. შემდეგ ჩავყაროთ მდუღარეში. როდესაც ცომის გუნდები ზევით ამოტივტივდება, ფრთხილად ამოვიღოთ ქაფქირით, დავაწყოთ ლანგარზე, ზედ დავადოთ კარაქის ნაჭრები და მოვასხათ არაჟანი.
ასევე შეიძლება მომზადდეს მოხარშული კვერები დაფშვნილი უმარილო ყველის სატენით.
დაგვჭირდება:
- პურის ფქვილი - 500 გრ,
- ხაჭო - 400 გრ,
- კარაქი - 70 გრ,
- არაჟანი - 1 /2 ჩაის ჭიქა,
- მარილი ან შაქარი - გემოვნების მიხედვით.