სუპერმარკეტის გამყიდველს მხოლოდ 1 წელი დასჭირდა, რომ 82 კილოგრამი დაეკლო და მოდელი გამხდარიყო

სუპერმარკეტის გამყიდველს მხოლოდ 1 წელი დასჭირდა, რომ 82 კილოგრამი დაეკლო და მოდელი გამხდარიყო
კეტი გარნერი 28 წლისაა. ახლა ის მოთხოვნადი მოდელი და უბრალოდ ლამაზი გოგონაა. მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. რთული დასაჯერებელია: სულ რაღაც 1 წლის წინ კეტი 160 კილოზე მეტს იწონიდა!



კეტი ყოველთვის ფუმფულა იყო, მას კლასელები დასცინოდნენ, მშობლები მხარს არ უჭერდნენ. გოგონას ძალიან რცხვენოდა თავისი გარეგნობის.

გახდომის ისტორია

2016 წლამდე კეტი ფასთ ფუდით და სუპერმარკეტის მზა კერძებით იკვებებოდა. პიცა, ნახევარფაბრიკატები, გაზიანი სასმელი... მოგვიანებით გოგონამ აღიარა, რომ ერთხელაც ნამდვილი ბოსტნეულის გემო ვერ გაიხსენა.



ყველაფერი შეიცვალა, როცა კეტის ბაბუა გარდაიცვალა ჭრბწონიანობისგან გამოწვეული გართულებების შედეგად, ბებიამ კი დიაბეტის გამო მხედველობა დაკარგა. მაშინ გოგონამ გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო დადგა!



კეტი ადრეც ცდილობდა წონაში დაკლებას, თუმცა ამას არასწორად აკეთებდა და ჭამის სურვილი პირიქით, უძლიერდებოდა. ამჯერად, კეტი პროგრამის მონაწილე გახდა, რომელიც ადამიანებს ზედმეტი წონის მოცილებაში ეხმარება.



სულ რაღაც 1 წელიწადში გოგონამ 82 კილოგრამი დაიკლო. მისი იერსახე დღითიდღე იცვლებოდა. მას მერე, რაც მისი ისტორია გასაჯაროვდა, კეტის სამოდელო სააგენტო დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა.



კეტის ცნობა შეუძლებელი იყო. უბრალოდ შეხედეთ, ჰგავს ეს გოგონა წინა ფოტოებზე გამოსახულ ფუმფულას?



ეს ისტორია შთამაგონებელია და მოტივაციას გაძლევს, იმუშავო საკუთარ თავზე.



მარტოობა და არასრულფასოვნების შეგრძნება ზედმეტი წონის სერიოზული თანმდევია. მიუხედავად ამჟამინდელი მოდური ბოდი-პოზიტივისა, რომელიც მოგიწოდებს, გიყვარდეს საკუთარი სხეული ნებისმიერ მდგომარეობაში, ზედმეტი წონა მუდამ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას.



თანდათანობით, სწორად გახდომა მნიშვნელოვანია არამხოლოდ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სოციუმში. ჯანმრთელობის გაუმჯობესება - აი მთავარი მოტივაცია, რომელმაც უნდა გიბიძგოთ ძედმეტი წონის მოცილებაზე.