აი, რა გავლენას მოახდენს თქვენს პიროვნებაზე, თუ ბავშვობაში გცემდნენ... დაუშვებელი შეცდომა

აი, რა გავლენას მოახდენს თქვენს პიროვნებაზე, თუ ბავშვობაში გცემდნენ... დაუშვებელი შეცდომა
ბავშვის ცემა და ყვირილი - მშობლების თვითგადარჩენის საშინელი სტრატეგიაა და არა აღზრდის მეთოდი. რა გამოდის, ბავშვების მიმართ ძალადობას, აქვს აზრი? გთავაზობთ გავერკვიოთ, თუ რა ნეგატიური შედეგების მომტანია მსგავსი რამ ბავშვებისთვის.



ცემით დასჯა

ცემით დასჯის პირველი და ყველაზე უმთავრესი მიზეზი - ეს გახლავთ მშობლების ნერვული წონასწორობისა და კონტროლის დაკარგვა. თუ დედა ან მამა გაღიზიანებული ან გაღიზიანებულია, შვილი კი ყვირის და მოითხოვს, რაიმე უყიდო, ყველაფერი ცემით და ყვირილით სრულდება.



გასაკვირი არაა, რომ ბავშვი ყვირილს აძლიერებს, კიდევ ერთ ალიყურს იღებს და ბოლოს და ბოლოს ჩუმდება. მაგრამ ეს მშობლებთან მოლაპარაკება არ არის, ის უბრალოდ წყენას იდებს გულში.



სიტუაციაში, როდესაც მშობლებს არ აქვთ არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მოიქცეს ბავშვი ასე თუ ისე, მათთვის უფრო მარტივია, სცემონ და ასე დახურონ პრობლემა. ერთადერთი, რასაც ბავშვი ამ დროს ხვდება, რომ უმჯობესია ცემა თავიდან აირიდოს. თუ არგუმენტები ვერ მოიყვანე, გინდ ცემე და გინდ არა, ბავშვი მაინც ვერ მიხვდება.



ბავშვობაში ყველას მიგვიღია ალიყური ამა თუ იმ დანაშაულის გამო. მაგალითად, რაღაც გატეხე, ან დაისვარე, ეს ნორმა იყო. იმ დროს რაღაც ნივთები დეფიციტში იყო, ადამიანები კი უფრო უხეშები იყვნენ. დღეს ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, და ჩვენი შვილები არასოდეს აღიქვამენ ცემას ისე, როგორც ჩვენ აღვიქვამდით.



ცემით დასჯის ყველაზე სულელური მიზეზი - იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ასე ხომ ყველა იქცევა, ასე იქცეოდნენ ჩვენი მშობლები, მათი მეგობრები და ა.შ. უნდა გააკეთოთ არჩევანი: ბედნიერი ბავშვი თუ დამჯერი? დამჯერ ბავშვთან იოლია, მაგრამ დამჯერი ზრდასრული ყოველთვის არ არის ბედნიერი.
დამჯერ ბავშვს ზრდასრულ ცხოვრებაში საკუთარი თავის პოვნა გაუჭირდება, ის ხომ მიჩვეულია დამორჩილებას. ასეთი ადამიაებით ყველა სარგებლობს. გინდათ, რომ თქვენი შვილით ისარგებლონ?



ბავშვები, რომლებსაც სცემენ და აკრიტიკებენ, გულჩათხრობილები ხდებიან. ასეთ აგრესიულ ურთიერთობებში ნდობა არაა. შიში ასწავლის პატარას, რომ უნდა ეშინოდეს, ეს კი აღმზრდელობითი სამუშაო არ არის.

წყენის და უსამართლობის შეგრძნობისას ინგრევა ბავშვის პიროვნება. ის შეშინებულ მსხვერპლს ემსგავსება, რომელიც მიიჩნევს, რომ ძლიერი მუდამ მართალია. ან შეიძლება გამოუსწორებელი რამ მოხდეს: ბავშვი დაკარგავს მშობლების პატივისცემას.



და ბოლოს და ბოლოს ისწავლეთ, დაარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ცემის ნაცვლად, ეცადეთ უთხრათ ბავშვს სიმართლე. ფრაზას „ახლა გცემ“ შეუძლია ყველაზე მკაცრი მშობლის გამოფხიზლება. სიტუაციის ამგვარად დალაგება საუკეთესო საშუალებაა, გაერკვიოთ პრობლემაში და აიღოთ სრული პასუხისმგებლობა ძალადობაზე.

დასაჯოს თუ არა ბავშვი - ყოველი მშობლის პირადი საქმეა. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენი შვილები ჩვენ არ გვგავს და მათი შუასაუკუნეების მეთოდებით აღზრდა არამხოლოდ უაზრობა, არამედ, ჯანმრთელობისთვის საშიშია ბავშვისთვის მომავალში.