ალოე ვერა მხოლოდ თქვენი კანის საუკეთესო მეგობარი როდია... გაიჯანსაღეთ მთელი ორგანიზმი მარტივად
ალოე ვერაზე დაფუძნებული სასმელები - ნამდვილი საგანძური იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ენერგიის დეფიციტს განიცდიან. ალოეს წვენისგან დამზადებული ეს საოცრად სასარგებლო საშუალებები, რომელთა შესახებ დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, განაახლებს თქვენს ორგანიზმს, მოამარაგებს მას გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, გააუმჯობესებს თითოეული ორგანოს მუშაობას, შეანელებს დაბერების პროცესს და ა.შ.
ალო ვერას წვენი
ალოე ვერა - ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტია. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების ველის მეშვეობით.
ალო ვერას წვენი
- ჩაი ალოეს წვენით
მოცემული მცენარისთვის დამახასიათებელია ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები. თუ თქვენ ნატურალური ჩაის ყოველდღიურ ულუფაში ალო ვერას მცირეოდენ წვენს ჩაამატებთ, შეძლებთ იმუნური სისტემის სტიმულირებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, ორგანიზმის დატვირთვას ახალი, უშრეტი სასიცოცხლე ენერგიით და ა.შ. ყოველ 200 მილილიტრ ჩაიში ჩაამატეთ 1 ჩ.კ. ალო ვერას წვენი. - მატონიზირებელი წყალი
მოცემული სასმელის დახმარებით თქვენ შეძლებთ მთელი ორგანიზმის ტონუსში მოყვანას. 1 სუფრის კოვზი ლიმონისა და ანავე რაოდენობით ალოე ვერას წვენი ჩაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში. მიღებული ნარევი მუდმივი მორევის პირობებში შეათბეთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ინგრედიენტები წყალში ბოლომდე გაიხსნება, გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან, გააგრილეთ და ჩაამატეთ მასში 1 ს.კ. ნატურალური თაფლი. მიღებული სასმელი მიირთვით საუზმობამდე 30 წუთით ადრე. - კოქტეილი წონის დასაკლებად
ეს საოცრად სასარგებლო სასმელი, რომელიც წონის დაკლებაში გვიყწობს ხელს, უმჯობესია, მიიღოთ სადილობის შემდეგ. ანანასი არაჩვეულებრივად წვავს ცხიმს, კიტრი ატენიანებს ორგანიზმს, ხოლო ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
1/2 კიტრი, 1 სუფრის კოვზი ალო ვერას რბილობი და საშუალო ზომის ანანასის ნაჭერი მოათავსეთ ბლენდერში. დაასხით 1 ჭიქა წყალი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. - კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
ვიტამინური ელექსირი, რომლის დამზადებასაც დღეს გასწავლით, შეიცავს 1 მწვანე ვაშლს, 1 კიტრს, 1 მწიკვ კურკუმას და 1 სუფრის კოვზ ალოე ვერას რბილობს. თითეული ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოცემული კოქტეილი არაჩვეულებრივია ორგანიზმის წიდებისგან და ტოქსინებისგან გასაწმენდად. - იმუნიტეტის გაძლიერება
ეს მრავალკომპონენტიანი საშუალება, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით, გვიუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და გვიწყობს ხელს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მოცემული კოქტეილის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: 2 ჭიქა ყურძნის მარცვლები (წიპწების, თესლის გარეშე), 3 კივი, 1 ფორთოხალი, 1 ს.კ. ალოე ვერას რბილობი და 2 ჭიქა წყალი. თითოეული ინგრედიენტი გაასუფთავეთ კანისგან, მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოცემული საშუალების მიღება რეკომენდებულია სადილობამდე 30 წუთით ადრე. - საჭმლის მონელების გაუმჯობესება
მოცემული სასმელი გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში, ორგანიზიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში და რაც მთავარია, საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში. ფორთოხლის, ალოე ვერასა და მარწყვის კომბინირებით ჩვენ ვიღებთ უძლიერეს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, რომელიც აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს.
4 მარწყვისგან, 1 ფორთოხლისგან, 1 ს.კ. ალოე ვერას რბილობისგან და 1/2 ჩაის ჭიქა (100 მლ) წყლისგან მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ბლენდერის გამოყენებით. მიიღეთ ახლადმომზადებული კოქტეილი შინაგანად.
ალოე ვერა - ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტია. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების ველის მეშვეობით.