როგორ გავყინოთ ალოე ვერას გელი და როგორ ვებრძოლოთ ჯანმრთელობის პრობლემებს ამ გელის დახმარებით ?

როგორ გავყინოთ ალოე ვერას გელი და როგორ ვებრძოლოთ ჯანმრთელობის პრობლემებს ამ გელის დახმარებით ?
ალოე ვერა ხალხური მედიცინის მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება. ამ მცენარის გელის შენახვა უკვე გაყინვითაც შეიძლება. ალოე ვერას გაყინულ გელს შეუძლია მრავალი დაავადება განკურნოს.

ალოე ვერას წვენის უპირატესობები:

  1. გაჯერებულია ვიტამინებით და მინერალებით
    წვენი გაჯერებულია ჩვენი სხეულისათვის აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით. "ერთადერთი, რაც ალოე ვერაში არ არის ეს ვიტამინი D" , ამბობს ექიმი გუამი. ბაზარზე ალოე ვერას წვენი არის ხელმისაწვდომი.


  2. ებრძვის საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს
    ითვლება, რომ ალოეს წვენის ყოველდღიური მიღება ებრძვის და კურნავს სხვადასხვა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს, რომელიც მოიცავს მჟავიანობასა და გაზების პრობლემებსაც. წვენი ასევე სასარგებლოა მადისა და წონის მომატებისთვის.


  3. გამოყავს ტოქსინები სხეულიდან
    თუ მივიღებთ ალოეს წვენს ჩვენი ორგანიზმი გათავისუფლდება ტოქსინებისგან. მიიღეთ ალოეს წვენი დილაობით. ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემას და გაგიწმენდთ ორგანიზმს.


  4. კურნავს ანემიას
    ალოეს წვენი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ის მარტივად ებრძვის კუჭის, ღვიძლის პრობლემებს. კურნავს ანემიას.

  5. დააბალანსებს ჰორმონალურ პრობლემებს
    წვენი ხშირად გამოიყენება ჰორმონალური პრობლემების დროს, ასევე ებრძვის ელენთისა და პანკრეასის პრობლემებსაც.


  6. კარგი საშუალებაა თმისა და კანისთვის
    ალოე ვერას წვენი კანს ხდის გლუვსა და გაცისკროვნებულს, ასევე ხელს უწყობს თმის ზრდას. ალოე ვერას გამოყენაბით შესაძლოა ვუშველოთ დამწვრობასა და ნაწიბურებს. მას ხშირად გამოიყენებენ დამატენიანებელი კრემის მაგივრადაც.


  7. აგიმაღლებთ იმუნიტეტს
    ალოე ვერას წვენი ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას. სეზონის ცვლილებასთან ერთად ეს არაჩვეულებრივი გამოსავალია.




გაიგეთ, როგორ გაყინოთ ალოე ვერა:

ალოე ვერას შენახვისა და შემდეგ მისი გამოყენების არაჩვეულებრივი ხერხია მისი გაყინვა. ამდენად, ამ გზით თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ამ მცენარის ძირითადი თვისებები ბევრად უფრო ხანგრძლივი პერიოდით. გარდა ამისა, გაიადვილეთ მისი გამოყენება ყოველდღიურად, მაშინ როცა ეს ძლიან გჭირდებათ.

მცენარიდან გელის გამოსაწურად გირჩევთ, რომ ფრთხილად მოჭრათ მიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი ფოთოლი. შემდეგ მოათავსეთ ის ვერტიკალურად და გააჩერეთ 10 ან 15 წუთის განმავლობაში, იმისათვის, რომ წვენი ქვემოთ ჩამოვიდეს.

ჩამოჭერით ფოთლის გვერდები, შემდეგ კი ფრთხილად მოაშორეთ მას წინა და უკანა ნაწილი. მიიღებთ ბლანტ და გამჭირვალე გელს, რომელიც მოთავსებულია ფოთლის შიგნით. მიღებული გელი კარგად გაყინეთ, რადგან ის თქვენ ძალიან გამოგადგებათ.