დაივიწყეთ სახლში ობობების არსებობის შესახებ სამუდამოდ. ეს საოცრად მარტივი და ეფექტური ხრიკია

დაივიწყეთ სახლში ობობების არსებობის შესახებ სამუდამოდ. ეს საოცრად მარტივი და ეფექტური ხრიკია
ობობების უმეტესობა ღია ცის ქვეშ ბინადრობს, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებსაც ადამიანების გვერდით მოსწონთ ცხოვრება.



ხშირად ბინებში აბლაბუდებს აშენებენ შავი და ნაცრისფერი შინაური ობობები. მათ განსაკუთრებული ზიანი არ მოაქვთ ადამიანებისთვის, პირიქით: ეხმარებიან მწერების მოშორებაში. მაგრამ აბლაბუდები ინტერიერს რომ ნამდვილად არ ალამაზებს, ეს უდავოა.

როგორ მოვიშოროთ ობობები



თუ სახლში ბევრი ობობა გაგიჩნდათ, ე.ი. მათ საკვების მუდმივი წყარო იპოვეს. ამიტომ, უნდა დაადგინოთ, კიდევ რომელი მწერები ბინადრობენ სახლში.



მათი მოშორებისთვის აუცილებელი არ არის, შხამ-ქიმიკატების გამოყენება. არსებობს მარტივი საშუალება, რომელიც სწრაფად გაგათავისუფლებთ ობობებისგან.
პიტნის ეთერზეთი - ძალიან პოპულარული საშუალებაა ობობების წინააღმდეგ. ისინი ვერ იტანენ პიტნის არომატს.



ნატურალური რეპელენტის მოსამზადებლად, 100 მლ წყალში დაუმატეთ 2-5 მლ ეთერზეთი, ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ.



სახლის დალაგებისას, დაამუშავეთ ამ საშუალებით კარებისა და ფაბჯრების ნასვრეტები, გაიმეორეთ პროცედურა 2-3 დღეში და შენიშნავთ, რომ ობობები გაქრა. სახლი კი სასიამოვნო არომატით აღივსება.