არ იჩქაროთ ძველი ჯაგრისის გადაგდება. შეუშვირეთ ის ცეცხლს და საოცარი ინსტრუმენტი მზად არის

ჩვენ არაერთხელ დავუმტკიცეთ საკუთარ მკითხველს, რომ ერთი შეხედვით უბრალო, არაფრით გამორჩეულ ნივთებს გამოყენების მრავალი ალტერნატიული გზა აქვს. დღევანდელ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ ძალიან აუცილებელი და საჭირო ნივთის, კბილის ჯაგრისის შესახებ. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის გარდა, ჯაგრისის დახმარებით მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი.

დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა აქციოთ ეს ნივთი მრავალი პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველ მოწყობილობად. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა აქციოთ ეს ნივთი მრავალი პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველ მოწყობილობად. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.
- ყველასთვის კარგად არის ცნობილი ფაქტი, რომ კბილის ჯაგრისის დახმარებით ძნელად მისაწვდომი ადგილების მარტივად გასუფთავება, გაწმენდაა შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ მიანიჭოთ კომპაქტურობა და გახადოთ ის უფრო მოსახერხებელი მარტივი ხრიკის დახმარებით: რამდენიმე წუთით შეუშვირეთ ჯაგრისი ცეცხლს და საოცრად მოსახერხებელი ინსტრუმენტი ძნელად მისაწვდომი ადგილების გასაწმენდად მზად არის!
- თითოეული დიასახლისისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რამდენად რთულია ობის მოშორება ფილებს შორის არსებული სივრციდან. ეს პროცედურა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ობის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი მოშორება ფილებიდან ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, თუ ამ საოცარი ტექნიკის შესახებ ცოდნას ფლობთ: მოაჭერით კბილის ჯაგრისს ზედა ნაწილი, დაამაგრეთ ის ელექტრო ბურღზე (დრელზე) და შეუდექით საქმეს!
- თუ თქვენ იდეალური ვარცხნილობის გასაკეთებლად სპეციალურ ლაქს ხმარობთ, გაინაწილეთ ის თმაზე ჯაგრისის გამოყენებით. თქვენი ვარცხნილობა შეუდარებელი იქნებნა!
- გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ძველი ჯაგრისი შეგიძლიათ გამოიყენოთ წარბებისთვის ლამაზი ფორმის მისანიჭებლად. მეტიც, ეს უბრალო ნივთი საუკეთესო ინსტრუმენტია თმის შესაღებად.
- გაითვალისწინეთ, თუ ჯაგრისს კოსმეტიკური მიზნებისთვის იყენებთ, აუცილებელია მისი დეზინფიცირება. ამისათვის, გამოიყენეთ ნებისმიერი ანბიაქტერიული სპრეი (მაგ: ქლორჰექსიდინი).
- თუ თქვენ გადაწყვეტთ კბილის ჯაგრისის გამოყენებას ისეთი რბილი ნივთების გასაწმედად, როგორიც ფენის ფილტრი ან ტელეფონის დინამიკია, წინასწარ აუცილებლად დაარბილეთ ის. ჯაგრისის დასარბილებლად ჩაალბეთ ის მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით.
- ცნობისთვის, დეზინფიცირებული კბილის ჯაგრისის გამოყენებით ახალი კარტოფილის გასუფთავება საოცრად მარტივია.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!