ურთიერთობაში ყველაზე აუტანელი ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-5

ურთიერთობაში ყველაზე აუტანელი ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-5
ასტროლოგებმა დაადგინეს, რომელი ზოდიაქოს ნჳშნებია ყველაზე რთული. მაშ ასე, აი ტოპ-ლიდერები, რომლებთანაც კამათი არ ღირს:

თხის რქა

მეხუთე ადგილზე თხის რქებია, რომლებსაც სწამთ, მათი სიტყვა კანონია და ვინც დაარღვევს, დიდი სასჯელი ელის. ურთიერთობას თავისი დონის ხალხთან არჩევენ, ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ ეს წრე ძალზედ ვიწროა, რადგან სად არის პლანეტაზე ასეთი დონის ხალხი! და კიდევ, თხის რქას ვერაფრით აიძულებ გააკეთოს რაიმე მისი სურვილის წინააღდეგ, არც კი მოგისმენს.

მერწყული

საოცარია, მაგრამ მეოთხე ადგილზე ინტელექტუალი მერწყულები არიან. ჭკვიანი მერწყულები თითოეულ ნაბიჯს თვლიან და ისე მიდიან დასახული მიზნისკენ. ხანდახან ეს პოზიტიური თვისებები დესპოტურობაში გადადის. ”მე გავაკეთე და გამომივიდა, შენც ასევე უნდა მოიქცე” - თავს ახვევენ აზრს გარშემომყოფებს. ამასთან, სხვების აზრის გათვალისწინება არ სურთ.

ტყუპები

მესამეზე ყველაზე ცვალებადი ნიშანი - ტყუპებია. ამ წუთას კარგ ხასიათზეა, მეორე წუთს კი ელდა გეცემა მისი უჯმურობისგან. როდის გამოგიწვდიან ხელს ან დაგიგებენ მახეს - თვითონაც არ იციან. მათთან მუდამ სიფრთხილე გმართებს, თუ სისუსტეებზე გაიგეს, სწორედ მასზე გააკეთებენ აქცენტს და დარტყმას მოგაყენებენ.

ვერძი

მეორე ადგილი ვერძებს ერგოთ წილად. მათი სტიქია ცეცხლია, :დაწვა ხიდები”, დაანგრიო ურთიერთობები, რომლებსაც წლობით აგებდი - ეს ყველაფერი წამებში შეუძლიათ. ვერძი მუდამ მართალია. და თუ ვერძი მართალი არ არის, იხილეთ პირველი პუნქტი - ეს არის მათი ცხოვრებისეული პრინციპი.

მორიელი

რეიტინგის ლიდერები. მათ დაუნდობელი დამოკიდებულება აქვთ სამყაროსადმი, სუპერ ეგო და შურისმაძიებელი ხასიათი. არ შეუძლიათ ცხოვრება, თუ ვინმეს არ მოშხამავენ.

ძალიან მომთხოვნები როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების მიმართ. ძალიან კარგი ინტუიცია აქვთ და სწამთ, რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია. მორიელის გზად გადაღობება - თვითმკვლელობის ტოლფასია. შხამი მუდამ მომარაგებული აქვთ, დაგგესლავენ და გზას გააგრძელებენ მშვიდად.