როგორ გავარჩიოთ ნამდვილი კარაქი ფალსიფიცირებულისგან: 9 უტყუარი მეთოდი
როდესაც სუპერმარკეტში კარაქს ვყიდულობთ, ვცდილოთ ყურადღება გავამახვილოთ მის შემადგენლობაზე. ყველა მწარმოებელი ამტკიცებს, რომ მათი პროდუქტი ბაზარზე საუკეთესოა.
- იმისათვის რომ არ მოვტყუვდეთ, საჭიროა ვიცოდეთ როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული კარაქი ნამდვილისგან.
- გახსოვდეთ, რომ ნამდვილი კარაქი მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან- რძისა და ნაღებისგან შედგება.
- ნამდვილი კარაქი შესაძლებელია ამოვიცნოთ ფასითაც- ხარისხიანი კარაქი ძალიან დაბალი ფასის მქონე ვერ იქნება.
- ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარაქი არც ძალიან ყვითელი უნდა იყოს და არც ძალიან თეთრი.
- ნამდვილი კარაქი არ უნდა რჩებოდეს არც დანაზე და არც შეფუთვაზე.
- კარგად დააკვირდით გამოშვების ხარისხს-თუ კარაქი ნამდვილი რძისგანაა დამზადებული, მისი შენახვის ვადა 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
- როდესაც ნამდვილი კარაქი გალღვობას იწყებს, ზედაპირზე ბუშტები არ უნდა უჩნდებოდეს. თუ მაინც ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ მარგარინი გაქვთ შეძენილი.
- თუ კარაქი ნამდვილი ნაღებისგანაა დამზადებული, ის მაგარი და პრიალა იქნება
- პურზე წასმის დროს ნამდვილი კარაქი სწორად და თანაბრად უნდა ისმეოდეს.