ამერიკული კარტოფილის სალათა საფირმო სოუსით. გემრიელი კერძი მათთვის ვისაც ოლივიე უყვარს

ამერიკული კარტოფილის სალათა საფირმო სოუსით. გემრიელი კერძი მათთვის ვისაც ოლივიე უყვარს
როგორც ამბობენ, კარტოფილის სალათა წარმოშობით ამერიკიდანაა, მაგრამ მას ევროპაშიც ამზადებენ. გერმანელები და ავსტიელები ამ სალათას შემწვარ სარლდელთან ერთად მიირთმევენ.
საჭირო მასალა:
  • კარტოფილი- 6 ცალი
  • ხახვი- 1ცალი
  • დამარინადებული კიტრი-3 ცალი
  • მარილი- გემოვნებით
  • კვერცხი- 6 ცალი
  • მაიონეზი- 150გ
  • შავი პილპილი- გემოვნებით
  • ნიახური- 100გ
მომზადების წესი:
  1. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. გააცივეთ და გაარჩიეთ. ხახვი და ოხრახუში დაჭერით წვრილად, კიტრი კი კუბებად.
  2. მოხარშული კარტოფილი და კვერცხი დაჭერით ერთი ზომის კუბებად და ჩაყარეთ ჯამში.
  3. ერთმანეთში აურიეთ კიტრი, ოხრახუში , ხახვი, მარილი და პილპილი. შემდეგ დაუმატეთ მაიონეზი და კვლავ აურიეთ. სოუსი მზადაა.
  4. დაუმატეთ სოუსი კარტოფილსა და კვერცხს. ფრთხილად აურიეთ. შედგით სალათა მაცივარში 4-5 საათით.
გემრიელად მიირთვით.