შინ დამზადებული ეს ”შუშხუნა” წამალი ნაბახუსევზე ”ალკა-ზელცერს” ბევრად ჯობია!

შინ დამზადებული ეს ”შუშხუნა” წამალი ნაბახუსევზე ”ალკა-ზელცერს” ბევრად ჯობია!
ხდება ისე, რომ წინა საღამოს კარგად გატარებული დრო მომდევნო დღეს ჯოჯოხეთად გექცევა. დატანჯული ეძებ საშუალებას, რომელიც ამ მდგომარეობას შეგიმსუბუქებს. და რა უნდა გააკეთო, თუ კიტრის მწნილის წვენი ან რაიმე წამალი არ აღმოგაჩნდა ხელთ?



ასეთი შემთხვევისთვის არსებობს უსაფრთხო ”შუშხუნა” წამლის რეცეპტი, რომელიც ძვირად ღირებულ სააფთიაქო საშუალებებს შესანიშნავად შეგიცვლით.

როგორ გავთავისუფლდეთ ნაბახუსევისგან



ნაბახუსევის სიმპტომების მოსახსნელად დაგჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები. მთავარია, დაიცვათ პროპორციები, რათა ისედაც დატანჯულ ორგანიზმს კიდევ უფრო არ ავნოთ.



ინგრედიენტები
  • ¼ ჭიქა ლიმონის მჟავა
  • ½ ჭიქა სოდა
  • ½ ჭიქა ფრუქტოზა
  • 3 ს.კ. სახამებელი


შეურიეთ ყველა ინგრედიენტიდ ა შეინახეთ სუფთა კონტეინერში მომდევნო დილამდე ნაბახუსევზე. საჭიროებისამებრ გახსენით 2 ჩ.კ. საშუალება ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ.



ასეთი ოდენობის ინგრედიენტები საკმარისია სასწაულმოქმედი საშუალების 60 ულუფაზე. თუ სიმპტომების მოხსნა დაუყოვნებლივ გჭირდებათ, მოამზადეთ ერთჯერადი ულუფა: ¼ ჩ.კ. ლიმონის მჟავა, ½ ჩ.კ. სოდა და ½ ჩ.კ. ფრუქტოზა ჭიქა თბილ წყალში.



თუ ალკოჰოლს სისტემატიურად იღებთ, ეს წამალი აუცილებლად დაგეხმარებათ, რადგან ღვიძლი ერთადერთი ფილტრია, რომელიც წმიდნავს ორგანიზმს სხვადასხვა ტოქსინებისგან, ამთ შორის, ეთილის სპირტისგან.



თუ ალკოჰოლს იშვიათად იღებთ, ღვიძლის უჯრედები სანდოდ დაგიცავთ მოწამვლისგან, ”შუშხუნა” წამალი კი მოგაცილებთ უსიამოვნო სიმპტომებს.



ნუ დაივიწყებთ, რომ ნაბახუსევზე დიდი ოდენობით სითხე მოგაცილებთ პირში სიმშრალეს და აღგიდგენთ ენერგიას. და რა უნდა დალიოთ, ამაზე ახლავე მოგახსენებთ!

წყალი



არაფერი შეგიცვლით სუთფა წყალს, რომელშიც შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი თაფლი ან ლიმონი.

მწვანე ჩაი

ამ სასმელს შესანიშნავად გამოჰყავს ტოქსინები, მოგაცილებთ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას და აღადგენს ორგანიზმს.

ახლად დაწურული წვენები



ციტრუსისა და კივის ფრეში აღადგენს ასკორბინის მჟავას დაუძლურებულ ორგანიზმში.

ტომატის წვენი

ტომატის წვენში გახსნილი კვერცხის გული დაამშვიდებს კუჭნაწლავის ორგანოების გაღიზიანებულ ლორწოს.

ქათმის ბულიონი



ბულიონი - ნაბახუსევზე საუკეთესო ემგობარია. ის შესანიშნავად აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს.