ჩანთაში მუდამ მიდევს ტალკი. ის უამრავ სიტუაციაში მშველის!

ჩანთაში მუდამ მიდევს ტალკი. ის უამრავ სიტუაციაში მშველის!
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - საბავშვო ტალკი გახლავთ საშუალება, რომელსაც უამრავი ქალური პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ის სილამაზის ნამდვილი ექსპერტია: ჰიპოალერგენულია, ნაზი სტრუქტურა აქვს, საგულდაგულოდ უვლის კანს და აფიქსირებს მაკიაჟს.

წაიკითხეთ ამ ხრიკების შესახებ და გაიგებთ, თუ როგორ გამოიყენოთ ტალკი მაკიაჟსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საბავშვო ტალკი

მშრალი პომადა




მიიდეთ შეღებილ ტუჩებზე ქაღალდის ხელსახოცი, ოდნავ დაასველეთ პომადა, შემდეგ ფუნჯით ოდნავ მოისვით ტალკი. ამგვარად პომადა მეტ ხანს გაძლებს.

მყარი ჩრდილები



ზაფხულის სიცხეში ჩრდილები რომ არ აგედღაბნოთ, წაისვით ქუთუთოებზე ჯერ ტალკი, შემდეგ ჩრდილები.

ქვიშა



პლაჟზე გარუჯვისას ქვიშა რომ არ მიგეკროთ, წაისვით ტანზე ტალკი.

სქელი წამწამები



წაისვით წამწამებზე ერთი ფენა ტუში, შემდეგ ტაკლი და მეორე ფენა. მოცულობა გარანტირებულია!

აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი



შეურიეთ 2 ჩ.კ. ტალკი და წყალი ეთგვარი მასის მიღებამდე, წაისვით სახეზე 30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

იდეალური წარბები



წარბები უფრო სქელი რომ გამოჩნდეს, წაისვით ტალკი, შემდეგ შეიღებეთ ფანქრით.

კანი ცხიმის მბზინვარების გარეშე



ტალკი სიმშრალის ეფექტს აძლევს და აფიქსირებს მაკიაჟს. ფუნჯით წაისვით ცოტაოდენი საშუალება სახეზე მაკიაჟის შემდეგ.

ძეწკვის გახსნა



არეული ძეწკვი შეგიძლიათ იოლად გახსნათ, თუ ცოტაოდენ ტალკს წაუსვამთ.

დელიკატური ზონა



დელიკატურ ზონაზე გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად, წაისვით ცოტაოდენი ტალკი.