გაიკეთეთ ჟელატინის ნიღაბი და დაემშვიდობეთ ნაოჭებს!

გაიკეთეთ ჟელატინის ნიღაბი და დაემშვიდობეთ ნაოჭებს!
20 - დან 30 წლამდე ეს ის ასაკია, როდესაც ქალის ცხოვრებაში ათასი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო პრობლემა იჩენს თავს. სწავლა, სამსახური, ორსულობა, ჩვილის მოვლა და ა.შ. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. სწორედ ამ დროს ჩნდება ახალი ნაოჭები. ამიტომ ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ გარეგნობას. გარეგნობაზე ზრუნვა კი, ცხადია ისევ და ისევ კანის მოვლით უნდა დაიწყოთ.

ძალიან კარგ შედეგს იძლევა შემდეგნაირად დამზადებული ნიღაბი:

ინგრედიენტები:
  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 1 ს/კ რძე
  • ტალკი

მომზადების და გამოყენების წესი:

ავიღოთ 1 ჩ/კ ჟელატინი, დავასხათ ცოტაოდენი წყალი. ერთი საათის შემდეგ ჟელატინიანი ჭურჭელი დავდგათ ორთქლზე და ჟელატინი გავადნოთ. ჟელატინის ხსნარს დავასხათ 1 ს/კ აუდუღარი რძე და დავამატოთ ტალკი, მანამ სანამ ფაფისებრ მასას არ მივიღებთ. ნიღბის გაკეთებამდე სახეზე წაისვით მკვებავი კრემი. ნიღბის გაკეთებიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ, აიღეთ პირსახოცი, დაასველეთ ცხელ წყალში, კარგად გაწურეთ და ნიღაბზე ზემოდან დაიფინეთ ორი წუთით. კიდევ 10 წუთის გასვლის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ ცხელ წყალში დასველებული ღრუბლით. სახე დაიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...