გზა თითოეული ზოდიაქოს ნიშნის გულისკენ

გზა თითოეული ზოდიაქოს ნიშნის გულისკენ
ყოველ ადამიანს უნიკალური მიდგომა სჭირდება. როდესაც ზოდიაქოს ნიშნის ხასიათის თავისებურებები იცი, მისი გულის დაპყრობა გიადვილდება.

ვერძი

ვერძის გულის დაპყრობა მორჩილებით არის შესაძლებელი. თუ გსურთ, მას მოეწონოთ, დაანახეთ, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც გთხოვთ. ეს ცოტათი რთულია, მაგრამ არაა საჭირო, ყველაფერში დაეთანხმოთ. მას უბრალოდ სურს, რომ ყველაფერი მისი წესებით იყოს.

კურო

კუროები გამუდმებით აკეთებენ ისეთ რამეს, რაც გარშემომყოფებს პანიკაში აგდებს. ადამიანებს იშვიათად ესმით მათი, მაგრამ ამას თუ შეძლებთ, დიდი შანსიგ აქვთ, კუროს გული დაიპყროთ სამუდამოდ.

ტყუპები

ტყუპებს სინაზით დაიპყრობთ. უყვართ, როცა თბილ სიტყვებს ეუბნებიან, ზრუნავენ მათზე. იდეალური ვარიანტია - თავიდან მისცეთ იმედი, შემდეგ იმედი გაუცრუვოთ და მერე კვლავ მასთან იყოთ. ასეთი ტალღებით ისე შეგიყვარებთ, რომ მისგან თავს ვერ დააღწევთ.

კირჩხიბი

კირჩხივს თავს ერუდიციით, ცოდნით მოაწონებთ. იზრუნეთ მათზე, რადგან მეოჯახე ადამიანები არიან. დაანახეთ, რომ თქვენგან შესანიშნავი მშობელი შეიძლება დადგეს.

ლომი

ლომს რომ თავი მოაწონოთ, ძალისხმევა დაგჭირდებათ. უნდა მოუაროთ თავს, იყოთ თვითკმარი და საინტერესო, ასევე ჭკვიანი. ამასთან სულაც არაა მნიშვნელოვანი, რომ ლომი ასეთი შეიძლება არც იყოს.

ქალწული

ქალწულები სუფთა ადამიანებს აღმერთებენ, რადგან ვერ იტანენ სიბინძურეს და არეულობას. თუ შეგიძლიათ მოითმინოთ მათი შენიშვნები ამის თაობაზე, ე.ი. ერთი ცხოვრებისეული გზა გაქვთ.

სასწორი

სასწორებს მოსწონთ დიპლომატია. თუ არ გაქვთ არგუმენტები, მაშინ თქვენს მოსაზრებას ნუ დაიცავთ მათთან. უყვართ რაციონალური, გამგებიანი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ.

მორიელი

მორიელი კომპლიმენტებს საჭიროებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეოცენტრიკულები არიან, არამედ, დაბალი თვითშეფასება აქვთ. თუ თქვენი სიყვარული ირწმუნეს, ჩათვალეთ, რომ ცხოვრების ბოლომდე გიერთგულებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძლაიან დამოუკიდებლები არიან, სიყვარულში მთავარია, ხელი არ შეუშალოს არავინ. მათი გულის მოსაგებად, აღფრთოვანების გამოხატვა არ უნდა დაიშუროთ, მაგრამ ხელის გულზე ტარება საჭირო არ არის - თანასწორი ურთიერთობა ურჩევნიათ.

თხის რქა

ძალიან კარჩაკეტილები არიან და მათი გულის მოგება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. უყვართ მორჩილება. ეს ადამიანები ერთხელ ქორწინდებიან, ამიტომ ყველაფერს საგულდაგულოდ აწონ-დაწონიან.

მერწყული

მერწყულები გარეგნულად თავდაჯერებული ჩანან, მაგრამ ეს ასე არ არის. მათი გულის მოსაგებად, დაანახეთ, რომ მათზე ყველაფერი იცით, დაუმტკიცეთ, რომ ლამაზები და ჭკვიანები არიან.

თევზები

თევზები ხშირად იცვლიან მისწრაფებებს, ამიტომ დანამდვილებით არ იციან, მოსწონხართ თუ არა. აქედან გამომდინარე, უნდა გამოაჩინოთ ხასიათის ძალა, რომელიც დაგეხმარებათ მოთმინების მოკრებაში. მეორეც, თევზებს უყვართ შემოქმედებითი და უჩვეულო ადამიანები.