აი, რა წარმოადგენს მელანომის განვითარების მიზეზს. ექიმი კომაროვსკი გვიხსნის, საიდან იღებს სათავეს ეს უსიამოვნო მოვლენა

აი, რა წარმოადგენს მელანომის განვითარების მიზეზს. ექიმი კომაროვსკი გვიხსნის, საიდან იღებს სათავეს ეს უსიამოვნო მოვლენა
მზისგან დამცავი ლოსიონი - ცხელი ზაფხულისა და ზღვაზე დასვენების განუყოფელი ატრიბუტია. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ნაზ საცხს შეუძლია დაიცვას კანი ზმის აგრესიული სხივებისგან, დამწვრბისგან, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.



ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ექიმი კომაროვსკის მოსაზრებას მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ, რომელიც ანგრევს ყველა სტერეოტიპს.

მზისგან დამცავი საშუალებები



იცავს კი მზისგან დამცავი საცხები კიბოსგან? ბოლო დროს, მელანომა, კანის კიბოს ყველაზე აგრესიული სახეობაა, რომელიც ზალიან გახშირდა. არადა, უამრავი დამცავი საშუალება არსებობს - წაისვამ და მშვიდად ტკბები მზის სხივებით. სპეციალისტებს 3 ჰიპოტეზა გააჩნიათ, რომელიც ასეა თუ ისე, ხსნის ამ პესიმისტურ პარადოქსს.



ჯერ ერთი, მელანომა ძალიან ნელა პროგრესირებს, მისი ლატრენტური პერიოდი - 20-40 წელია. ასე რომ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ კანის კიბოს თანამედროვე მსხვერპლებმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მიაყენეს ზიანი ჯანმრთელობას, როდესაც მზისგან დამცავი საშუალებები არც ისე გავრცელებული იყო.



მეორეც, ტექნიკური პროცესი ელვის სისწრაფით ვითარდება, პლანეტის ოზონის გარსი კი უფრო თხელდება. ეს ფაქტორი დამცავი საშუალებების ეფექტურობასაც ასუსტებს. რატომ არ ავადდებოდნენ ადრე ასე ხშირად? იმიტომ, რომ მზე ასეთი აგრესიული არ იყო.



და მესამეც, დამცავი საშუალებების სწორად გამოყენება მართლაც ეფექტურია. თუმცა, მათ შეუძლიათ არამცოლოდ დაცვა, არამედ კიბოს პროვოცირება.
ადამიანები, რომლებიც სქლად ისვამენ საცს, თავს დაცულად გრძნობენ და მზის ქვე სდიდ ხანს რჩებიან. შედეგად, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ძლიერდება, რაც ავნებს აჯნმრთელობას.



როგორ დავიცვათ ბავშვი ზის სხივების ზემოქმედებისგან - ცალკე საკითხია. ნაადრევ ასაკში ულტრაიისფერი სხივების მეტისმეტი ზემოქმედება შემდეგში შეიძლება კანის კიბოს მაპროვოცირებელი გახდეს.



ახლახან ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ 20 წლამდე 5-ჯერ გადატანილი დამწვრობა მელანომის განვითარების რისკს 80%-ით ზრდის.



ღირს კი დამცავი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება? უდავოდ, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი კანის ჯანმრთელობისკენ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თავს არავინ შეგიცვლით. ერიდეთ ოქსიბენზონსა და ოკტოკრილენს კოსმეტიკის შემადგენლობაში, ბავშვი მზეში უქუდოდ არ გაიყვანოთ და ეცადეთ, დიდ ხანს არ ასეირნოთ შუადღეს.