ბრაზის გამოხატვის 12 უნიკალური წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ბრაზის გამოხატვის 12 უნიკალური წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს ბრაზის გამოხატვის 12 უნიკალური წესი. თითოეული ნიშანი განსხვავებულია - ვნახოთ ისინი!

ვერძი:
როდესაც საქმე აღშფოთებას ეხება, ვერძები საკმაოდ ფიცხები არიან. ძალიან ადვილად ფეთქდებიან, მაგრამ ძალიან მალე ავიწყდებათ წყენა. ისინი პატიების და წყენის დავიწყების იდეალურ ნიმუშს წარმოადგენენ.

კურო:
კუროები ვერ იტანენ უპატიოსნებას, უთანასწორობას ან ღალატს. ასეთ სიტუაციაში ისინი წყვეტენ თქვენთან საუბარს და დუმან. ცოტა ხნის შემდეგ, დუმილს მოყვება რისხვის ვულკანი, რომელიც ყველაფერს დაანგრევს და განადგურებს რაც მხედველობის არეშია. კუროებს პატიების სუსტი უნარი აქვთ. ისინი დანგრეული ურთიერთობას აღდგენას არ ეცდებიან, მიუხედავად ამისა თავს იკატუნებენ თითქოს ყველაფერი კარგადაა. თუმცა ურთიერთობა არასოდეს იქნება ისეთი როგორც დასაწყისში იყო.

ტყუპები:
ტყუპებს არ აინტერესებთ მათი გაშმაგების დროს ვინმე თუ უყურებთ, ისინი სცენას აწყობენ, ყვირიან და ბრაზდებიან, ხოლო როცა ისინი საუბრობენ, მერწმუნეთ არ გექნებათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება.

კირჩხიბი:
კირჩხიბი გაბრაზებას დარდით, მუდმივი მელანქოლიითა და მოწყენილობით გამოხატავს. ისინი ტირილზეც უარს არ ამბობენ და ტირილს არ მიიჩნევენ სისუსტედ, რადგან თვლიან რომ კამათს აზრი არ აქვს მწყენინებელთან და ერთადერთი საშუალება უკმაყოფილების გამოხატვის ტირილია.

ლომი:
არ გისურვებთ,ლომებთან უსიამოვნებას, რადგან ისინი გაგანადგურებენ. ლომები სიბრაზისგან ღრიალებენ როცა ბრძოლაში ებმებიან .შეურაცხმყოფელი ენა და საზიანო სიტყვები ადვილად დაგამარცხებთ, რაც თქვენი ურთიერთობის დამთავრებას გამოიწვევს.

ქალწული:
ქალწულები არიან ძალიან ბრაზიანები. გაბრაზების შემთხვევაში ჩაიკეტებიან ოთახში, განმარტოვდებიან და ბრუნდებიან შეცვლილ ადამიანებად. ისინი ბრაზის ჩახშობის დიდი ოსტატები არიან და გაიგნორებენ მანამ, სანამ არ დაიწყებ გამოკითხვას თქვენს არსებობაზე მის ცხოვრებაში.

სასწორი:
მათ არ სურთ რომ ასოცირებულები იყონ ბრაზთან,ისინი ცდილობენ სიტუაციის თავიდან არიდებას მაგრამ თუ სიტუაცია გახდება უკონტროლო, სასწორმა შეიძლება გაგაოცოთ უკონტროლო სიშმაგით.

მორიელი:
ნუ გადაკვეთ მათ ხაზს, არ დაუძახოთ მათ ან არ შეეწინააღმდეგოთ, ნუ აწყენინებთ, თორემ თქვენ ნახავთ მორიელის სულის ყველაზე მახინჯ მხარეს.

მშვილდოსანი:
მშვილდოსნები გაბრაზების შემთხვევაში გვანან იმ სარკასტულ დიასახლისებს, რომლებიც ქმრებს ესვრიან ჭურჭელს, რომლებსაც მათი საქორწინო წლისთავები დაავიწყდათ. მათი პასუხები დატვირთულია სარკაზმით, სავსეა ზიზღით და სიძულვილით. ის სამუდამოდ ამოგშლით მათი ცხოვრებიდან და არასოდეს ეცდება დაგიბრუნოთ.

თხის რქა:
თხის რქისთვის ბრაზი ნიშნავს ყველას გაკრიტიკებას. თუ თქვენ ხართ დამნაშავე თხის რქა მხოლოდ თქვენ კი არ გაგაკრიტიკებთ არამედ თქვენს მეგობრებსაც, ოჯახსაც და წინაპრებსაც.

მერწყულები
მერწყულები ცივები არიან, ისინი ადვილად არ ცოფდებიან, მაგრამ თუ გააცოფებთ, მისი გამნაწყენებელიც და თვითონ გაირთულებენ ცხოვრებას. მათი ამბოხის აზრი იქნება თქვენი დაიგნორება და არასოდეს ნახვა. თქვენ დიდი დრო დაგჭირდებათ მასთან სასაუბრო დონეზე შესარიგებლად.

თევზები
თევზებს რაიმე გაუთვალსწინებელ სიტუაციაში შეუძლიათ მოძალადეებად იქცნენ, ისინი სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენ თავიანთ პოზიციას.