ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც ყველაზე მეტად ეშინიათ მარცხის

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც ყველაზე მეტად ეშინიათ მარცხის
ზოდიაქოს ყოველ ნიშანს გააჩნია გარკვეული ძლიერი თვისებები, რომლებიც ეხმარება მას შიშის დაძლევაში, განსაკუთრებით, როდესაც ეს დაკავშირებულია მარცხთან და წარუმატებლობასთან.

მარცხი - ეს ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. არავინაა იდეალური და წაგების თავიდან აცილება შეუძლებელია. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. ზოგიერთ სიტუაციაში კი , მარცხი შეიძლება ბედის საჩუქარი და სასარგებლო გაკვეთილიც იყოს. მოეშვით. წარუმატებლობასთან ერთად მოდის ცოდნაც, ხოლო ცოდნას თან სდევს პროგრესი.



თუმცა, ზოგიერთ ნიშანს თავზარი ეცემა მარცხზე ფიქრის დროსაც კი. შეიძლება ითქვას, რომ ისინი არასდროს განიხილავენ წაგებას, როგორც ვარიანტს და სასტიკად ეშინიათ მისი. შეამოწმეთ თქვენი თავი, მიეკუთვნებით თუ არა ამ ტიპის ადამიანებს.

  1. ქალწული

    ქალწულები - ყველასთვის ცნობილი პერფექციონისტები არიან. ამიტომ, წარუმატებლობა მათ ფეხებიდან მიწას აცლის. ნებისმიერი პროექტი, დავალება ან ამოცანა უნდა შესრულდეს ხარვეზების გარეშე, იდეალურად და ვადაში. ისინი ურყევი შრომისმოყვარენი არიან და არ ჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ საჭირო შედეგს. სრულყოფილებისკენ ამგვარი მანიაკალური სწრაფვით ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი. ქალწულები კი ამასთან მეტად ჯიუტებიც არიან. მარცხი მათთვის სამყაროს დასასრულის ტოლფასია და იგი მათ ღრმა დეპრესიაში აგდებს.

  2. თხის რქა

    თხის რქები - თვითკონტროლისა და დისციპლინის ოსტატები არიან. ისინი გახლავთ ადამიანები, რომლებიც არასოდეს გადაუხვევენ დღის გეგმას, არავითარ შემთხვევაში არ გააცდენენ ვარჯიშს და არ წაცდებათ ხელი ტორტის ნაჭეზე დიეტის დროს. ასე იქცევა ათიდან 9 თხის რქა. მარცხი მათთვის თითქმის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია, რადგან ყოველი თხის რქისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ იგი საკმარისად მტკიცედ და პასუხისმგებლობით არ მოეკიდა საკითხს. ისინი მიისწრაფიან ყველა თავიანთი ქმედების მიმართ სტრუქტურირებული მიდგომისკენ, რაც ხშირად არ ამართლებს. ამ ნიშანს ესაჭიროება, იყოს უფრო ობიექტური და ფოკუსირება მოახდინოს დადებითზე.


  3. ლომი

    ყველა ლომს ამოძრავებს თავისი უზომო სიამაყე. ისინი, როგორც ყოველთვის არიან ეგოისტები და ძალიან უყვართ საკუთარი თავები, ხანდახან ზომაზე მეტადაც. სიმართლე რომ ვთქვათ, თავდაჯერებულობა - ეს ძალაა და არა სისუსტე. თუმცა, თუკი ლომი განიცდის წარუმატებლობას, ეს მის ეგოს დიდ დარტყმას აყენებს და ხელ უწყობს სხვა პრობლემების გაჩენას ცხოვრებაში. ეს ნიშანი ძლიერი და მამაცია, მაგრამ მარცხი არის მისი ყველაზე დიდი და მთავარი შიში. ლომებს უნდა ახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული მარტო ნარცისიზმი არაა, იგი გახლავთ თქვენი თავის მიღება მთელი ნაკლოვანებებითა და უარყოფითი მხარეებით.

  4. ვერძი

    ვერძი აღმერთებს კონკურენციას. ის ცდილობს იყოს პირველი ყველაფერში, რასაც ის აკეთებს. ის ყოველთვის მოძრაობაშია და არ უყვარს შეფერხება სხვადასხვა წინაღობის გამო. თუ ვერძი ვერ იღებს თავის სანუკვარ პირველ ადგილს, მისთვის ეს გრანდიოზული მარცხია, რის გამოც კარგავს ცხოვრების აზრზს. ვერძს უნდა ახსოვდეს, რომ ერთადერთი რეალური კონკურსი - ესაა შეჯიბრი საკუთარ თავთან, საკუთარი სრულყოფილებისკენ სწრაფვა. ხოლო ძირითადი მეთოდი იმისთვის, რომ უკეთესი ადამიანი გახდეთ, გახლავთ თქვენი ნაკლოვანებების მიღება და მათი გამოყენება ინსტრუმენტების სახით "თვითმკურნალობაში."