მეზობელმა ორმო ამოთხარა და მასში საბურავი მოათავსა. ასეთი სილამაზე არასდროს მინახავს...

მეზობელმა ორმო ამოთხარა და მასში საბურავი მოათავსა. ასეთი სილამაზე არასდროს მინახავს...
გსურთ, მოაწყოთ პატარა ოაზისი საკუთარ ეზოში და ყოველ ჯერზე მისი შეხედვისას დატკბეთ საოცარი სილამაზით ან გააოცოთ მეგობრები თქვენი შემოქმედებით? მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, განახორციელეთ ეს საოცარი იდეა დამოუკიდებლად და მომავალში აუცილებლად იამაყებთ საკუთარი ნამუშევრით.



დეკორაციის ულამაზესი ელემენტი საკუთარი ხელით
  1. დასაწყისისთვის, მოაგროვეთ 3 განსხვავებული დიამეტრის მქონე ბორბალი. სურვილისამებრ, მიმართეთ იმპროვიზაციას და გამოიყენეთ საბურავები სასურველი რაოდენობით.



  2. სასურველ ადგილას ამოჭერით ორმო თითოეული საბურავისთვის. ორმოების დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს საბურავების დიამეტრს.



  3. ჩაყარეთ გამზადებულ ორმოებში ქვიშა არც თუ ისე სქელ ფენად და მოათავსეთ თითოეულ მათგანში შესაბამისი საბურავი.



  4. მოაჭერით საბურავს ზედა ნაწილი ელექტრო ხერხის ან თქვენს ხელთ არსებული საჭირო ინსტრუმენტის დახმარებით.



  5. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ საბურავის გადაჭრის ადგილები იყოს ერთმანეთის სიმეტრიული.



  6. გაათანაბრეთ თქვენი მომავალი ოაზისის ფსკერი და ჩააფინეთ მასში პოლიეთილენის პარკი. უმჯობესია სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო მასალის გამოყენება, რომლის შეძენასაც უპრობლემოდ შეძლებთ სამშენებლო მაღაზიებში, თანაც საკმაოდ იაფად. ჩააფინეთ ეს მასალა ბორბლებში რაც შეიძლება ლამაზად, ხოლო პარკის კუთხეები, რომელიც ორმოს სცდება, დაამაგრეთ ლამაზი ქვებით.



  7. გამოიყენეთ საკუთარი ფანტაზია და შეამკეთ ოაზისი დეკორაციის ლამაზი ელემენტებით.



  8. ოაზისის გაფორმების შემდეგ გაავსეთ ის წყლით.



  9. საოცარი სილამაზე მზად არის!



გასაოცარია, თუ რისი გაკეთება შეძლო ქალბატონმა საკუთარი ხელით, არა? შეიარაღდით ამ გენიალური იდეით და შეეცადეთ დამოუკიდებლად მის განხორციელებას. საჭირო მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ!