ეს პროდუქტი საუკეთესოა ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად, ლიბიდოს გასაუმჯობესებლად და ძილის დასარეგულირებლად.

ეს პროდუქტი საუკეთესოა ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად, ლიბიდოს გასაუმჯობესებლად და ძილის დასარეგულირებლად.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ საოცარ მცენარეზე, რომელიც კურნავს ჰორმონალურ დარღვევებს, ანელებს დაბერების პროცესს და მატებს სექსუალურ ენერგიას. ეს მცენარე არის პერუანული მაკი, რომელიც ხარობს პერუს ანდებში. იგი არის მდიდარი მინერალებით, ვიტამინებით, ფერმენტებით და აუცილებელი ამინომჟავებით. პერუში მას უწოდებენ „ანდების აფროდიზიაკს“.

პერუანული მაკის ფესვის ფხვნილი გამოიყენებოდა ინკანელი მებრძოლების მიერ ბრძოლის დაწყებამდე. ეს შესანიშნავი საშუალება თავისი უნიკალური თვისებებით ეხმარებოდა მათ საბრძოლო სულის, გამძლეობისა და ენერგიის დონის ამაღლებაში. დღესღეობით პერუანუალი მაკის ფესვის ფხვნილი უდავოდ პოპულარულია სპორტსმენებს შორისაც, რადგან ის გამდიდრებულია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით.

პერუანული მაკის ფესვის ფხვნილი შეიცავს შემდეგ ვიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს:
  • ვიტამინები B1, B2, C, E;
  • კალიუმი, იოდი, თუთია, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, გოგირდი, ბისმუტი, სილიკონი, ბორი, კალა და კვარცი;
  • ცხიმოვანი მჟავები, კომპლექსური ალკალოიდები და სტეროლები.

პერუანული მაკის სასარგებლო თვისებები:
  • ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და აუმჯობესებს მათ ხარისხს;
  • ავსებს ორგანიზმს ენერგიით, აუმჯობესებს განწყობას და არეგულირებს ჰორმონებს;
  • ზრდის ლიბიდოს;
  • ითვლება ადაპტოგენად და შეუძლია დაეხმაროს სხეულს სტრესის დაძლევაში.

თუ თქვენ მოცემული პროდუქტით საკუთარ კვების რაციონს გაამდიდრებთ, ანუ შეაზავებთ სალათებსა და სხვადასხვა კერძებს ამ ფხვნილით, შეძლებთ ორგანიზმის გაჯანსაღებას და მის დატვირთვას უშრეტი სასიცოცხლო ენერგიით.