უხუცესის რჩევით მამაკაცმა ფეხები სოდიან წყალში ჩაალაგა. სულ რამდენიმე წუთში ამ საშუალებამ გაამართლა

უხუცესის რჩევით მამაკაცმა ფეხები სოდიან წყალში ჩაალაგა. სულ რამდენიმე წუთში ამ საშუალებამ გაამართლა
აღმოჩნდა, რომ სოდას შეუძლია სახლის მოვლის მთელი რიგი საშუალებების შეცვლა და კოსმეტიკური პრობლემების მოგვარება. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ სოდა ძალიან იაფი ღირს, მისგან სარგებელი კი მართლაც დიდია. ამაში დარწმუნდებით, როდესაც ჩვენს სტატიას წაიკითხავთ.



საკვები სოდის გამოყენება

ომლეტი რომ ფაფუკი გამოვიდეს, დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. იდეალური პროპორცია - 3 კვერცხზე მესამედი ჩ.კ. სოდა.



სანამ ლობიოს მოხარშავთ, ჩაალბეთ წყალში, დაუმატეთ 1 მწიკვი წყალი, რათა მალე მოიხარშოს.



სოდა ანეიტრალებს ხახვის, თევზის, ნივრის სუნს ხელებზე. შეურიეთ ცოტაოდენ წყალში და შეიზილეთ ხელეზე, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.



რჩევა მებაღეებს: იმისათვის, რომ ტომატის ნაყოფი ტკბილი გამოვიდეს, მოაყარეთ ძირში ცოტაოდენი სოდა.



მიმწვარი ქვაბის გარეცვა გაგიადვილდებათ, თუ ფსკერზე ნახევარ ჭიქა სოდას მოაყრით, გააზავებთ ცოტაოდენ წყალში და შემდეგ წამოადუღებთ.



სოდა მოაცილებს უსიამოვნო სუნს როგორც მაცივარში, ასევე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ჩაყარეთ 1 ჭიქა სოდა და ჩართეთ ჩვეულებრივ რეჟიმში.