მეზობლები ვერ ხვდებოდნენ, რატომ აგროვებს ის საბურავებს და ცარიელ ბოთლებს. მალევე მათაც იგივე გააკეთეს.

მეზობლები ვერ ხვდებოდნენ, რატომ აგროვებს ის საბურავებს და ცარიელ ბოთლებს. მალევე მათაც იგივე გააკეთეს.
მორიგი კომუნალური ქვითრების ხილვისას, სირვილი გიჩნდება, სადმე გადაკარგულში გაიქცე და გამოქვაბულში იცხოვრო, სადაც არ მოგიწევს დენისა და გაზის გადასახადების გადახდა. თუმცა, ამას უფრო საზრიანი ალტერნატივაც აქვს: შეგიძლია ააშენო სახლი, რომელიც თავად უზრუნველჰყოფს საკუთარ გათბობას, წყლის მომარაგებას, ელექტროენერგას და საჭმელსაც კი!

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი საცხოვრებელი მართლაც არსებობს. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ მისი ფასი 7500$-დან იწყება, თანაც ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მასალებზე კი არ მიდის, არამედ, პროექტზე და შესასრულებელ სამუშაოებზე.

მეზობლები ვერ ხვდებოდნენ, რატომ აგროვებს ის საბურავებს და ცარიელ ბოთლებს. მალევე მათაც იგივე გააკეთეს.

რატომ არის ასეთი საოცარი სახლი ასე იაფი? იმიტომ, რომ ის ნაგვისგანაა აშენებული. ფუნდამენტი საბურავებისგან მზადდება, რომელიც გრუნტითაა ავსებული, კედლებისთვის კი ლუდის ცარიელ ქილებსა და ბოთლებს იყენებენ.



ამ უნიკალური იდეის ავტორი არქიტექტორი მაიკლ რეინოლდსია. მან მსგავსი ნაგებობების შექმნა 70-იან წლებში დაიწყო. მაშინ მას გიჟად მიიჩნევდნენ, მაგრამ მაიკლმა შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება. არქიტექტორმა თავის პროექტს ”მიწიერი კიდობანი” დაარქვა.



ამჯამად მაიკლ რეინოლდსის სახლები ყველა კონტინენტზეა. თავის ჯგუფთან ერთად ის პროექტებს ამუშავებს ყოველი ახალი საცხოვრებლისთვის და მაქსიმალურად ითვალისწინებს რელიეფს, კლიმატსა და სხვა ფაქტორებს. შემკვეთი უგზავნის ნახაზებს მსგავსი ინსტრუქციებით, ამიტომ, სახლის აშენება სპეციალური განათლების გარეშეც არის შესაძლებელი.



ამ ჭკვიანი საცხოვრებლის შესახებ მთელი დღე შეიძლება თხრობა განვაგრძოთ. თუმცა, ვეცდებით, მოკლედ მოგიყვეთ ”მიწიერი კიდობანის” 4 ძირითად უპირატესობაზე.



საკუთარი ელექტროენერგია



”მიწიერი კიდობანი” ავტონომიური ენერგოუზრუნველყოფით მარაგდება. ეს შეიძლება იყოს მზის ბატარეები, ქარის გენერატორები ან სხვა წყარო, რომელიც არ ავნებს გარემოს. ყველაფერიდ ამოკიდებულია იმაზე, თუ სად შენდება სახლი.

საკუთარი წყალი



სახლი თავადვე უზრუნველჰყოფს წყლით მცხოვრებლებს. მისი სახურავი ისეა აშენებული, რომ წვიმის ან სითბური წყალი ცისტენრებში იღვრება. შემდეგ წყალი 5-საფეხურიან ფილტრაციას გადის და მიედინება წყალმომარაგების სისტემაში.



სუფთა წყალი სასმელად და დასაბანად ვარგისია. სააბაზანოსა და ნიჟარის სადენებიდან წყალი არა კანალიზაციაში, არამედ, მცენარეების მოსარწყავად და უნიტაზის ჩასარეცხად მიედინება.



ერთადერთი მინუსი კი იმაშია, რომ მფლობელმა სინთეტიკურ სარეცხ საშუალებებზე უარი თქვას და მხოლოდ მათი ბუნებრივი ანალოგი გამოიყენოს.

საკუთარი საკვები



გარდა საცხოვრებელი შნობისა, ”მიწიერ კიდობანში” ორანჟერეაა გათვალისწინებული, სადაც შეგიძლიათ ხილი და ბოსტნეული მოიყვანოთ. შეკვეთის სურვილისამებრ, მაიკლ რეინოლდსს შეუძლია მინი-ფერმის ადგილიც დააპროექტოს.

მუდმივი მიკროკლიმატი



”მიწიერ კიდობანში” მთელი წლის განმავლობაში თანაბარი ტემპერატურაა - დაახლოებით 21 გრადუსი. ეს მიჳღწევა იმის ხარჯზე, რომ გრუნტით სავსე საბურავები ერთგვარი თერმოსის როლს ასრულებს. ამასთან, გალერეის ფანჯრები სამხრეთისკენაა, რაც საშუალებას ჳძლევა, დღის განმავლობაში სახლი გათბეს.

წარმოუდგენელია, რომ მსგავსი სახლები არსებობს და ასეთის აშენება თავადაც შეგიძლია!