12 წლის გოგონამ საკუთარი დედის მშობიარობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ნამდვილი საოცრებაა!

12 წლის გოგონამ საკუთარი დედის მშობიარობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ნამდვილი საოცრებაა!
უფროს-უმცროსი დედმამიშვილების ურთიერთობა მუდამ მდიდარი წყარო იყო სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებისთვის, თანაც, ხშირად, არც თუ ისე დადებითი კუთხით. ხდება პირიქითაც, როდესაც უფროსი შვილები დას ან ძმას სთხოვენ მშობლებს. სწორედ ასეთ ისტორიაზე მოგითხრობთ დღეს.

ამ დღეებში ინტერნეტი ”ააფეთქა” გულისამაჩუყებელმა ფოტოებმა, სადაც 12 წლის გოგონა ჯეისი დედას მშობიარობაში ეხმარება. უკანა პლანზე ექიმი პროცესს აკონტროლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯეისის დედისთვის მესამე მშობიარობა იყო.



ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტი ორად გაიყო: ზოგი სწორად მიიჩნევს უფროსი შვილების მშობიარობის პროცესის დასწრებას, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.



ფოტოები მისისიპის შტატშია გადაღებული, ამერიკაში ასეთი პრაქტიკა დაშვებულია.

12 წლის გოგონამ საკუთარი დედის მშობიარობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ნამდვილი საოცრებაა!

სამშობიაროში ოჯახი სრული შემადგენლობით მივიდა.



მოზარდი გოგონა დერეფანში ატირდა, რადგან დედას ვერაფრით ეხმარებოდა.



პალატიდან ექიმმა გამოიხედა და შეეკითხა, სურდა თუ არა, პირადად მიეღო დედის მშობიარობა.



ოჯახის წევრებმა მიიჩნიეს, რომ არაფერი ისეთი ამაში არ არის და შვილს შეუძლია დაესწროს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას.

დედე კარაუეის თქმით, ჯეისის სურდა შუათანა ვაჟის მშობიარობას დასწრებოდა, მაგრამ მაშინ დედა ამას არ დაეთანხმა, რადგან გოგონა იმ დროს პატარა იყო.

ახლა კი მშობლები მიიჩნევენ, რომ გოგონა უკვე დიდია და შეუძლია ასეთ საპასუხისმგებლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

ამგვარად, ჯეისის ხალათი და ხელთათმანები მოარგეს, მამამისი ზაკი კი ამ პროცესს კამერაზე იღებდა.



ბიჭუნას კაისონი დაარქვეს. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.



ჯეისიმ შთაბეჭდილებები გაგვანდო: ”მომეწონა მშობიარობის მიღება, ექიმმა ნება დამრთო, პროცესში მონაწილეობა მიმეღო. ეს თითქმის იგივეა, ადრე რომ ექიმობანას ვთამაშობდი, თუმცა, აქ ყველაფერი სინამდვილეში ხდება. და მე ძალიან ვნერვიულობდი”.