შვილმა უთხრა დედას, რომ საკუთარი თირკმელი ''eBay''_ზე გაყიდა, თუმცა სინამდვილეში...

შვილმა უთხრა დედას, რომ საკუთარი თირკმელი ''eBay''_ზე გაყიდა, თუმცა სინამდვილეში...
52 წლის ზეინაბ ბეგუმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიდი პრობლემა ჰქონდა - მისი თირკმელები მხოლოდ 25% ფუნქციონირებდა. კვირაში სამი-ოთხჯერ მას დიალიზის პროცედურების გავლა უწევდა.



ქალბატონის უფროსმა შვილმა, იმრან ნაჯიბმა, რომელიც ბანკში მუშაობს, დედას საკუთარი თირკმელი შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა, რადგან არ სურდა საკუთარი შვილის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დაეყენებინა.

მამაკაცი ცდილობდა დედის გადარწმუნებას, თუმცა უშედეგოდ. იმრანი ექიმებთან მოლაპარაკებასაც კი ცდილობდა, რომ ანონიმურად გაეღო საკუთარი თირკმელი დედისთვის, თუმცა კანონის მიხედვით ექიმებს ამის უფლება არ ჰქონდათ.

შვილმა უთხრა დედას, რომ საკუთარი თირკმელი ''eBay''_ზე გაყიდა, თუმცა სინამდვილეში...

მამაკაცს უკვე იმედები ჰქონდა გადაწურული, როდესაც თავში გენიალური იდეა მოუვიდა.

ერთ მშვენიერ დღეს 34 წლის ირმანი მივიდა სახლში და განაცხადა, რომ მან უკვე ამოიჭრა თირკმელი და გამომდინარე იქიდან, რომ დედა მას არ იღებდა, აპირებდა ''eBay''_ის აუქციონზე მის გაყიდვას.

მამაკაცმა გამოიყენა ის ფაქტი, რომ დედას ინგლისური არ ესმოდა და მას ''Google''_დან ამოღებული თირკმელის ფოტო აჩვენა, ვითომ ეს მისი ორგანო იყო.



''შეხედე დედა, საკუთარ თირკმელს ''eBay''_ის აუქციონზე ვყიდი და ვიღაც უკვე მზადაა მასში 10 000 ევრო გადაიხადოს''.

ტაქტიკამ იმუშავა. 52 წლის ზეინაბმა შვილს უპასუხა: ''რატომ უნდა მიყიდო საკუთარი თირკმელი ვინმეს, როდესაც შეგიძლია ის მე მომცე?''

თირკმელის ტრანსპლანტაციის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დღეს დედაც და შვილიც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს.