ჰიპერტონიის სამკურნალო ეფექტური ხალხური რეცეპტი!
ჰიპერტონიული დაავადება ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნების, დიდი ქალაქაბის მოსახლეობაში. მისი მიზეზები მთლად ნათელი არ არის. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფსიქოემოციური სფეროს გადაძაბვას.
დასაწყისში ჰიპერტონიული დაავადება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნევლად დარჩეს, რადგან ავადმყოფს არ აწუხებს, ამიტომაა, რომ გარეგნულად ჯანმრთელ ადამიანს თითქოს "შემთხვევით" გაზომვისას აღმოაჩნდება სისხლის მაღალი არტერიული წნევა. სხვა შემთხვევებში ავადმყოფს აქვს თავბრუ, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. დროდადრო წნევის კიდევ უფრო მეტი მომატებისას მდგომარეობა მძიმდება და შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონიული კრიზი და სხვა გათულებები.
ჰიპერტონიის სამკურნალოდ ეფექტიანია ასეთი რეცეპტი:
დაგჭირდებათ:
მომზადების და გამოყენების წესი:
ერთი ხახვის თავი და 4 კბილი ნიორი წვრილად დაჭერით, დაამატეთ 1 ს/კ ცირცელის ხმელი ნაყოფი. დაასხით 5 ჩ/ჭ ცივი ადუღებული წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 წთ. დაბალ ცეცხლზე და კარგად დახურულ ჭურჭელში.
დაამატეთ თითო - თითო ს/კ მწვანილი: კამის, ოხრახუშის და ბერულას ბალახი ( თუ ბალახი ნედლია, რაოდენობა გააორმაგეთ ). მიღებული ნარევი კარგად აურიეთ და ადუღეთ 15 წთ. დააყენეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ ორმაგ დოლბანდში.
მიიღეთ 1,5 ს/კ 4 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
მკურნალობის კურსი - 10 დღე, კურსი გაიმეორეთ 3 კვირის შემდეგ. ნახარში შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 5 დღისა.

- ხახვი 1 თავი
- ნიორი 4 კბილი
- ცირცელის ნაყოფი 1ს/კ
- კამა 1 ს/კ
- ოხრახუში 1 ს/კ
- ბერულას ბალახი 1 ს/კ