2 ინგრედიენტის კომბინაცია გაგიწმენდთ დაცობილ არტერიებს და შეგიმცირებთ ქოლესტერინის დონეს.

2 ინგრედიენტის კომბინაცია გაგიწმენდთ დაცობილ არტერიებს და შეგიმცირებთ ქოლესტერინის დონეს.
ლიმონსა და ნიორს საკმაოდ ხშირად გამოვიყენებთ სალათებისა და სხვადასხვა კერძების შესაზავებლად. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რამდენად სასარგებლო გავლენა აქვს ამ ორ პროდუქტს ჩვენს ჯანმრთელობაზე და ორგანიზმზე.

მათი შერწყმით ჩვენ ვიღებთ გასაოცარ საშუალებას, რომელიც გვეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში, დაცობილი არტერიების გაწმენდაში და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

სისხლში ცუდი ქოლესტერინის მაღალმა დონემ შეიძლება მიგვიყვანოს გულის სერიოზულ დაავადებებამდე, მათ შორის გულის შეტევამდეც კი.

ფარმაცევტული ინდუსტრია გვთავაზობს სხვადასხვა პრეპარატებისა და საშუალებების ფართო სპექტრს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა რატომ უნდა გავჟღენთოთ ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით, რომელთათვის უამრავი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი, როდესაც შეგვიძლია დახმარებისთვის 100%-ით ნატურალურ პროდუქტებს მივმართოთ? ეს საშუალება, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ პრეპარატებს.

როგორ გავიწმინდოთ არტერიები და გავიჯანსაღოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა სახლის პირობებში?

რეცეპტი №1

საჭირო ინგრედიენტები:
  • ნივრის წვენი - 1 ჭიქა;
  • ლიმონის წვენი - 1 ჭიქა;
  • ვაშლის ძმარი - 1 ჭიქა;
  • ჯანჯაფილის წვენი - 1 ჭიქა.

მომზადების წესი:

თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ შესაბამისი ზომის ქვაბში და მუდმივი მორების პირობებში ადუღეთ ნარევი 30 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.


დოზირება:

საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი ეს ნარევი.

რეცეპტი №2

საჭირო ინგრედიენტები:

  • 6 ლიმონი;
  • 30 კბილი ნიორი;

მომზადება:

გაასუფთავეთ ლიმონი და ნიორი კანისგან, ხოლო შემდეგ დაჭერით კუბიკებად. კუბიკებად დაჭრილი ორივე პროდუქტი მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით მცირეოდენი წყალი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე 2 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი გადაიტანეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. მიღებულ მასას მიეცით დრო გასაგრილებლად, ხოლო შემდეგ გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.


დოზირება:

ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში მიირთვით ეს საშუალება 50 მილილიტრის ოდენობით. 3 კვირიანი კურსის დამთავრების შემდეგ გააკეთეთ 1 კვირიანი შესვენება და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ ის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!