შეურიეთ 3 ინგრედიენტი: საოცარი სისუფთავე და არომატი ვანა-ტუალეტში გარანტირებულია!
თითოეული ქალბატონის სურვილია შექმნას საკუთარ სახლში იდეალურად სუფთა, კომფორტული და მყუდრო გარემო. რა თქმა უნდა, ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა ქიმიური საშუალებების დახმარებით, თუმცა გარდა იმისა, რომ მაღაზიებში შეძენილი მსგავსი პროდუქტები წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ისინი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ყველა დიასახლისისთვის კარგადაა ცნობილი, თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ვანა-ტუალეტის დასუფთავება. საკმაოდ ხშირად ნადები, ობი და ჟანგი მოსვენებას არ გვაძლევს. ასეთ შემთხვევაში ნუ იჩქარებთ მაღაზიაში წასვლას და სხვადასხვა მადეზინფიცირებელი საშუალებების შეძენას. გარდა უსიამოვნო სუნისა, ეს საშუალებები ჩვენს სასუნთქ გზებს ვნებს, რამაც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.
''Fpaparazzi''-ის რედაქციამ მოამზადა თქვენთვის ძალზედ ეფექტური საშუალების რეცეპტი, რომლის დამზადებასაც მარტივად შეძლებთ სახლის პირობებში. მერწმუნეთ, ეს საშუალება იმედებს არ გაგიცრუებთ!
თქვენ დაგჭირდებათ:
მომზადება:
მზად არის! თქვენ შეგიძლიათ შეუდგეთ ვანა-ტუალეტის დასუფთავებას. მიღებული საშუალება დაიტანეთ ღრუბელზე და შეუდექით ნებისმიერი სახის ზედაპირის წმენდას. როგორც უკვე გითხარით, მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

- 50 გრამი საკვები სოდა;
- 40 მლ ჭურჭლის სარეცხი სითხე;
- 10 წვეთი ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთი.
მომზადება:
- ჩაყარეთ მოცემული რაოდენობით სოდა მოსახერხებელ ჭურჭელში.
- ჩაამატეთ ჭურჭლის სარეცხი სითხე და კარგად მოურიეთ.
- ახლა კი ჩაამატეთ მომზადებულ ნარევში 10 წვეთი ლიმონის ან ფორთოხლის ეთერზეთი.