როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს ხელსახოცები მიკროტალღურ ღუმელში: საუკეთესო საშუალება

როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს ხელსახოცები მიკროტალღურ ღუმელში: საუკეთესო საშუალება
ტექსტილის ხელსახოცებიდან ლაქების ამოყვანა ნამდვილი ტანჯვაა. ყოველ ჯერზე გიწევს ბებიის მეთოდს - გამოხარშვას მიმართო. მაგრამ ბოლოს და ბოლოს შევიტყვე ერთ უცნაურ და ძალიან ეფექტურ ხერხზე - მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით ლაქების ამოყვანის თაობაზე.

როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს ხელსახოცები მიკროტალღურ ღუმელში: საუკეთესო საშუალება

სამზარეულოს ხელსახოცების გარეცხვა
  1. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სარეცხის საპონი და პოლიეთილენის პარკი.

  2. ჩაალბეთ ხელსახოცები, ააქაფეთ.



  3. შემდეგ მოათავსეთ პარკში, თავი არ მოუკრათ.



  4. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში, ჩართეთ საშუალო სიმძლავრეზე და გააჩერეთ 1,5 წუთით.



  5. გამოიღეთ ღუმელიდან და გაავლეთ სუფთა წყალში. ლაქები უკვალოდ გაქრება.



სასარგებლო რჩევები

  1. ნუ შეიძენთ სამზარეულოსთვის ხაოიან ხელსახოცებრ, რადგან მალე ჭუჭყიანდება და დიდხანს შრება.
  2. აირჩიეთ ბამბის ან ტილოს ქსოვილები, მათი გარეცხვა ადვილია და დიდ ხანს ინარჩუნებს სუფთა იერს.
  3. გამოცვალეთ ხელსახოცები 2 დღეში ერთხელ.
  4. გამოიყენეთ რამდენიმე ხელსახოცი: ერთი ჭურჭლისთვის, მეორე ქვაბებისთვის, მესამე მაგიდისთის და მეოთხე ხელების შესახოცად.