ჩაანაცვლეთ ვახშამი ამ სასმელით და 2 თვის განმავლობაში მოიცილებთ 3 კილოგრამს!

ჩაანაცვლეთ ვახშამი ამ სასმელით და 2 თვის განმავლობაში მოიცილებთ 3 კილოგრამს!
უკვე 15 ასწლეულობის განმავლობაში ადამიანები მიირთმევენ აირანს. მის გამოგონებას თურქულ ტომებს მიაწერენ, რომლებიც ცხოვრების დიდ ნაწილს ლაშქრობებში ატარებდნენ. სწორედ ამიტომ საჭიროებდნენ სასმელს, რომელიც წყურვილსა და შიმშილს ერთდოულად მოკლავდა. გარდა ამისა, ის დიდ ხანს ინახებოდა.

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, აირანი ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით, ის ასევე ეფექტურია გახდომის მსურველებისთვის. სასმელი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. შედეგად - უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა და ადამიანი იკლებს წონაში.

აირანის მომზადება

ინგრედიენტები
  • 1 ლიტრი რძე
  • 100 გრ მაწვნის დედა (კეფირი ან არაჟანი)
  • 50 გრ ოხრახუში
  • 50 გრ კამა
  • 2 ჩ.კ. მარილი


მომზადება



  1. აადუღეთ რძე, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  2. დაუმატეთ მაწვნის დედა და მოურიეთ.
  3. გადაასხით ქილაში და კარგად მოხუფეთ.
  4. შემოახვიეთ პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას 24 საათით.
  5. შემდეგ დაჭერით მწვანილი და დაამატეთ სასმელში.
  6. ათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ მარილი.
  7. მოათავსეთ მაცივარში.


მიიღეთ ცივი აირანი დღეში ერთხელ 200 მლ. მაქსიმალური ეფექტისთვის ჩაანაცვლეთ ვახშამი ამ სასმელით. მიღების კურსი - 2 თვე. აირანი ხელს უწყობს აქტიურ და უსაფრთხო წონაში კლებას. ასევე, ამ სასმელით სეგიძლიათ მოამზადოთ მრავალფეროვანი დიეტური კერძები: ”აკროშკა”, სმუზი, ხილის წვნიანი და ა.შ.